„სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც ენმ ცოტა ხნის წინ დატოვა და ახალი პარტიის შექმნას აანონსებს, „რადიო თავისუფლებას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. „თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა […]

„ვულოცავ სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – ვილოდიმირ ზელენსკი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა და მივულოცე მას და სრულიად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილისგან მივიღე მოლოცვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე უკრაინასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ნოემბერში საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.3 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 252.1 ლარი იყო, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი 0.2 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 252.3 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 0.1 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი […]

რობინ დანიგანი: გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა, აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები

ვულოცავ ყველა ქართველს. გილოცავთ, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ამერიკის შეერთებული შტატები ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს ამ მიღწევას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც დანიგანი აღნიშნავს, ამაყობს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. „ჩვენ ასევე ვაფასებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მათი ერთგულებისთვის ევროპული ოჯახის […]

„არც ცალი ფეხით და არც ასკინკილით არ მიგვიღია სტატუსი. ღირსეულად მივიღეთ“ – ნიკუშა შენგელაია

გახსოვთ როგორი გარემოება იყო, რაც დაიწყო 2 წლის წინ მსოფლიოში – ეს გლობალური გადანაწილება, ეს ომი, ამ ფონზე რომ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა მშვიდობა და არ დაეკარგა ღირსება, სულ ამაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „საკუთარი ქვეყნის ზრუნვით და ღირსეულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, კანდიდატის სტატუსამდე. არც ცალი ფეხით და არც […]

“უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე” | მოქალაქეები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბათუმშიც აღნიშნავენ

“უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე” | მოქალაქეები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბათუმშიც აღნიშნავენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოქალაქეები აღნიშნავენ ბათუმშიც. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. “დიდი ქართველი მოაზროვნეები – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვები – მუდამ ოცნებობდნენ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. არაერთი თაობის ბრძოლის მიზანი […]

პსჟ-ის შემტევების ღირებულება 350 მილიონი ევროა, თუმცა გოლების გატანა არ შეუძლიათ” – დუგარმა პარიზული კლუბი გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტოფ დუგარმა ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ ჟერმენისა” და “დორტმუნდის” (1:1) მატჩი შეაფასა. “უბრალოდ არ მესმის, როგორ აპირებს “პარი სენ ჟერმენი” წარმატების მიღწევას? პსჟ-ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თავდაჯერებულად თამაშობს, 17 წლის ემერია. კლუბმა შემტევ ხაზზე 350 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გოლის გატანა არ შეუძლიათ”, – განაცხადა დუგარმა. Neimars braldeboda yvelaperi mere mesis cota xnit […]

ნაცვლიშვილი, სამნიძე და კორძაია მთავრობის დაგეგმილ “სახალხო ზეიმზე” დასწრებას გეგმავენ

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ “სახალხო ზეიმზე” დასწრებას გეგმავენ. ამის შესახებ მედიასთან მათ თავად ისაუბრეს. “ხელისუფლებამ ეს ზეიმი უნდა დააორგანიზოს და საზოგადოებას საშუალება მისცეს, რომ აღნიშნოს […] მათ შორის, მეც დავესწრები. ხალხი ზეიმობს და მე იქ ვიქნები, სადაც […]

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ […]

ოპოზიციონერი დეპუტატები: თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ მას ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, წინ არის ბევრი სამუშაო. „უკრაინამ გახსნა ყველასთვის ეს შესაძლებლობა და მათ განსაკუთრებულად ვულოცავთ, ვულოცავთ მთელ საქართველოს, ყველას ვისაც ეს გაუხარდა, რადგან ეს […]