„პეისერა ბანკი საქართველო“განცხადებას ავრცელებს

„პეისერა ბანკი საქართველო“ ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტად ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან პეისერა ბანკი საქართველო თავის მომხმარებლებს ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე სთავაზობს. ჩვენი სლოგანია „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები“. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ და მოვხსნათ ყველა ბარიერი საქართველოსა და ევროპას შორის ანგარიშსწორების ნაწილში. „პეისერა ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო […]

პარლამენტის პლენარული სხდომა შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა და მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ – მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც […]

Lion Trans-ის წამახალისებელი გათამაშება გრძელდება

Lion Trans moige.liontrans.com უკვე 15 წელია უზრუნველყოფს ავტომობილების ტრანსპორტირებას ამერიკიდან და დაინტერესებულ ადამიანებს მშვიდ, კომფორტულ და დაზღვეულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიამ, მომხმარებლებისა და პარტნიორების წახალისების მიზნით, გათამაშება 1 ოქტომბერს წამოიწყო და სხვადასხვა პრიზი დააწესა. წამახალისებელი გათამაშების პირველი ორი ეტაპი 5 ნოემბერსა და 5 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იღბლიან მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი გადაეცათ: საწვავის 500-ლიატრიანი ვაუჩერი, […]

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და ამას აუცილებლად შევძლებთ – მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა

ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ – მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა. “ეს [სტატუსის მიღება] შეუძლებელი იქნებოდა რომ არა რეფორმები, რომელიც […]

ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ კორეული VOGUE-ის 2024 წლის იანვრის გარეკანი გადაიღო

კორეული VOGUE-ის 2024 წლის იანვრის გარეკანი ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო. ის პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც მოდის მთავარი გამოცემის ყდაზე იმუშავა. კორეულმა VOGUE-მა 2024 წლის იანვრის გარეკანის ფოტო თავის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა. გარეკანზე ვხვდებით ამერიკელ მოდელ ლულუ ტენის, რომელსაც დიზაინერ მეთიუ ბლეზის შექმნილი სამოსი აცვია. გარეკანის მოდის დირექტორი იენიონგ სონია, ხოლო მოდის რედაქტორი ეუნჯი შინი. […]

გურამ მაჭარაშვილი – ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი – დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო! ეს ზეიმი ყველასია!

ბუნებრივია, [ზეიმის] რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, თუ ვინ იბრძოდა სტატუსის საწინააღმდეგოდ. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს […]

ირაკლი ზარქუა – სწორია, ხელმოცარულები უნდა იყვნენ პატარა ჯგუფებად, მათი ადგილი არა საზეიმო, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა – მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით

სწორია! ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. მათი ადგილი არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, “რას ნიშნავს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების აღნიშვნას ცალკე გეგმავენ”. მისივე თქმით, საქართველოს […]

დავით დარჩიაშვილი – თუ სტატუსის მიღება სახალხო მიღწევაა, მაშინ პრეზიდენტი და პოლიტიკური სუბიექტებიც აუშვი ტრიბუნაზე, რათა შენს გვერდზე დადგნენ და ერთად მიულოცეთ საზოგადოებას – ეს იქნება ერთიანობის დემონსტრაცია

როცა ჰქვია, რომ კანდიდატი ქვეყანა ხარ, ყოველგვარი ეჭვი უკვე მოიხსნა, ეკუთვნი თუ არ ეკუთვნი ევროპას – ძალიან უნდა მოგინდეს, რომ გააფუჭო ყველაფერი, რომ ეს უკან შებრუნდეს და ჩამოგერთვას. ამის რისკებს არ ვხედავ, მაგრამ პროცესი რომ გაიწელოს, ეს რისკი ძალიან რეალურია, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. დარჩიაშვილის […]

პაატა მანჯგალაძე – ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას – ჩვენ მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობაში” აღვნიშნავთ ამას ხალხთან ერთად 14:00 საათზე, ვისაც სურვილი აქვს, ამ ღონისძიებაზეც შეუძლია მივიდეს

ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს არის ქართველი ხალხის უპირველესი დამსახურება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. რაც შეეხება რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, მანჯგალაძის თქმით, სამუშაო ჯგუფებში, სადაც “ქართული ოცნება” არც აღიარებს პრობლემას და დრო უნდა დაკარგონ, მონაწილეობის დიდი სურვილი არ აქვს. „ვულოცავ საქართველოს, ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს […]