სალომე სამადაშვილი – ამ გოიმმა რუსებმა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები, „ხალხის ძალასაც“ დაუდგეს

„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს. სამადაშვილი აღნიშნულის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები. „ხალხის ძალასაც“ დაუდგეს“,- წერს სალომე სამადაშვილი.
ოთარ შამუგია – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა – ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ეს არის შეუქცევადი პროცესი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი, მადლობას ვუხდი ყველას – ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიღების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი. მადლობას […]
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ მომავალი წლის არჩევნებში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს. პარტიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს, მარადიული პრეზიდენტის ტიტულს იმსახურებს. შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა […]
ფოთის მუნიციპალიტეტი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავად, ფოთის მუნიციპალიტეტი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„საქსტატი“ – 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან […]
ხატია დეკანოიძე – მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში – ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება

მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც დეპუტატს აქვს, კარგად აქვს გააზრებული და მის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველომ შეასრულოს 9 დათქმა, თუმცა, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა. „ეს […]
„თიბისი“ – „ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ პოს ტერმინალია, ხოლო „თიბისის“ 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ. „წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, […]
რუსლან აბაშიძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს – თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ის მონაპოვარი და სარგებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაცია გვთავაზობს

მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ისტორიული არჩევანია და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს მიეცა რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში […]
რუმინეთში რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუმინეთის ტერიტორიაზე ქალაქ გრინდუსთან რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, იუწყება რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. ამის შემდეგ ჰაერში ააფეთქეს რუმინული F-17 მებრძოლები და გერმანული Eurfighter სამხედრო თვითმფრინავები. „აპარატის უკონტროლო ავარიის შედეგად 1,5 მ სიღრმის კრატერი აღმოაჩინეს“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. „უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს გამოყენებული დრონი დაეცა დაუსახლებელ უბანში, ქალაქ გრინდადან დაახლოებით 4 კილომეტრში. დეპარტამენტში აღნიშნეს, […]
ერთგული მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

თიბისის ლოიალობის პროგრამა ერთგული ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს. ქულები გროვდება ყველგან, სადაც თიბისის პოს ტერმინალია, ხოლო თიბისის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ. წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური […]