2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.
პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება 79 ხმით დაამტკიცა.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არ იცვლება – წლიდან წლამდე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო პირით განისაზღვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ