„EU-ს არაფერს ავალდებულებს“ – როგორ გააშუქა რუსულმა მედიამ კანდიდატის სტატუსის ამბავი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსულ სამთავრობო მედიაშიც გააშუქეს.
თავად მომხდარის გარდა, უმსხვილესმა სამთავრობო მედიამ – „რია ნოვოსტი“-მ აღნიშნა, რომ ამისდა მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული ასოცირებული ტრიოსთვის [საქართველო, მოლდოვა, ] არ არის.
მაგალითად, „რია ნოვოსტი“ წერს:
„ამავე დროს, სტატუსი, როგორც ასეთი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება. ეს ნაბიჯები ბრიუსელს არაფერს ავალდებულებს. ასე, თურქეთი კანდიდატი 1999 წლიდანაა, ჩრდილოეთ მაკედონია 2005-დან, მონტენეგრო 2010-დან, სერბეთი 2012-დან“.
მსგავსია „ტასს“-ის ნარატივიც:
„მოლაპარაკებების დაწყება არ ადგენს კონკრეტულ დროს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მოლაპარაკებები შეიძლება გაურკვეველი დროით გაგრძელდეს. მაგალითისთვის, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005-ში დაიწყო, პერსპექტივები კი დღემდე არაა ნათელი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)