ჩვენ შანსს გვაძლევენ ევროპელები და იმედია, რომ ამ შანსს გამოვიყენებთ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია “გირჩის” ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ მიღებულ შანსს გამოიყენებს. “მშვენიერი დღე გათენდა, მაგრამ რა იქნება მომავალში არ ვიცი, იმიტომ, რომ ცხადია, ის დავალება, რაც ჩვენ გვაქვს იმის შესრულება ძალიან რთული იქნება. ხელისუფლების დამსახურებაა სამი პუნქტი, დანარჩენები ყველაფერი დანარჩენი ფაქტორის. ჩვენ შანსს გვაძლევენ ევროპელები და იმედია, რომ ამ შანსს გამოვიყენებთ”, […]

ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება – ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა პრემიერს, მთავრობას, საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციის […]

ბელგიის პრემიერის თქმით, ორბანს EU-ს სამიტის შემდეგ უნდა „მოეკეტა“

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა. როგორც ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ეთანხმები, იმის შემდეგ აღარ უნდა თქვა, რომ სხვა აზრი გაქვს და „უნდა მოკეტო“. კერძოდ, ჟურნალისტებთან უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნაზე საუბრისას დე კრუმ თქვა: „გადაწყვეტილება აუცილებლად შესასრულებელია 27 ქვეყნისთვის. ესაა თამაშის წესები და ისინი ყველა იცის. თუ ეთანხმები ამ […]

ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ – მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება

“ბარსელონა” უახლოეს პერიოდში შესაძლოა მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი გაათავისუფლოს, onefootball-ის ცნობით, “ბლაუგრანა” მის შემცვლელად 3 კანდიდატურას განიხილავს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ესპანელის ნაცვლად ჰანსი ფლიკს, ანტონიო კონტესა და ფრენკ ლამპარდის კანდიდატურას განიხილავს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტას ყველაზე მეტად ფლიკის კანდიდატურა ხიბლავს. შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

გარკვეულ ტერიტორიებზე მანქანების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება | პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამას გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონდამრღვევი 100 […]

ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება | მიხეილ სააკაშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება: “მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად […]

მთავრობის ორგანიზებულ “სახალხო ზეიმზე” დასწრებას წითლიძე და სამადაშვილიც გეგმავენ

კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ “სახალხო ზეიმზე” დასწრებას პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძეც გეგმავენ. ამის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს. “ვაპირებ, რომ ამ ზეიმში მონაწილეობა აუცილებლად მივიღო, იმიტომ, რომ იზეიმებს ის, ვისაც დღევანდელი დღე ეკუთვნის – ქართველი ხალხი”. – თქვა სალომე სამადაშვილმა. “სახალხო […]

სააკაშვილი: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარ დაეშვება

მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა. ახლა უკვე თავად ევროკავშირმა […]

“ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობით და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ” – პარლამენტის პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა და მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყნის ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. “დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი […]

შპს “ჯეოსთილმა” “გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის […]