თინა ბოკუჩავა კანდიდატის სტატუსზე – ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა კი „რუსული რეჟიმი“ – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ მიითვისოს

ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა – „რუსული რეჟიმი“ – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ ეს მიითვისოს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. მისივე განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ „რუსული ოცნება“ შეიცვალოს“. […]
„ნარჩენების მართვის მიმართულებით მომავალ წელს რამდენიმე ტენდერი გამოცხადდება“ – თბილისის მერის მოადგილე

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისში ნარჩენების მართვის მიმართულებით საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა და დეტალურად ისაუბრა კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და გეგმავს. „ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და მის მოგვარებაზე საერთაშორისო ექსპერტებთან, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს უკვე შემუშავებული. რამდენიმე თვეში გაფორმდება ხელშეკრულება ახალი გადამტვირთი სადგურის […]
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, […]
„კანდიდატის სტატუსის მიღება ბიზნეს გარემოს უფრო გააჯანსაღებს და საქართველოს ბაზარი უფრო მოთხოვნადი გახდება“ – შიო ხეცურიანი

კანდიდატის სტატუსის მიღება ბიზნეს გარემოს უფრო გააჯანსაღებს და საქართველოს ბაზარი უფრო მოთხოვნადი გახდება, – ასე აფასებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი „კომერსანტთან“ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. „პირველ რიგში როგორც მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა. რაც შეეხება ბიზნესის კუთხით, რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბიზნეს გარემო უფრო […]
“ამ გოიმმა რუსებმა დღეს, დარბაზში…” – რა ფოტოს აქვეყნებს სამადაშვილი

ამ გოიმმა რუსებმა დღეს დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაგვახვედრეს ევროკავშირის დროშები. ხო, ხალხის ძალასაც დაუდგეს.
EU-ს გადაწყვეტილება პოლიტიზებულია | პესკოვის მტკიცებით, ახალ წევრებს შეუძლიათ ბლოკის დესტაბილიზაცია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იყო პოლიტიზებული და მას შეუძლია ბლოკის დესტაბილიზაცია მოახდინოს. “რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ეს არის ევროკავშირის სურვილი, გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ”, – თქვა პესკოვმა. პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება პროცესებს. მან ისაუბრა […]
“ვზეიმობთ და ვულოცავთ საქართველოს” | EU-ს ლიდერები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ეხმაურებიან

ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გრძელდება. ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები საქართველოს, მოლოდვისა და უკრაინისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებენ. “ვზეიმობთ და ვულოცავთ საქართველოს, თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვიცი, რა რეაქცია მოჰყვა ამას ქუჩებში, თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი […]
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს […]
განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა. ასევე მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების აღჭურვასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიხედვით, “აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება – სანქციად წესდება ჯარიმა 100 […]
არგენტინამ შესაძლოა უკრაინას ორი რუსული ვერტმფრენი მიაწოდოს

არგენტინის ახალი მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის ორი რუსული ვერტმფრენის Mi-171E-ის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანურენოვანი ანალიტიკური ცენტრი Pucara Defensa ავრცელებს. Pucara Defensa-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და არგენტინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ხავიერ მილეის შორის შესაბამისი შეთანხმება 10 დეკემბერს ბუენოს აირესში შედგა. “მოლაპარაკებები ახლად მიმდინარეობს კომპენსაციის საკითხზე, რათა უკრაინას ვერტმფრენები გადაეცეს” – წერია Pucara Defensa-ს განცხადებაში. […]