მიხეილ სააკაშვილი – მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე – ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება

უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კავკასიაში ევროპამ შემოაბიჯა. „მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში […]

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. სესია სახელწიფო ჰიმნით დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.

გიორგი ვაშაძე – ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ზეიმობენ ამ დღეს – ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, ქართველი ხალხის […]

სერგეი ლავროვი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა – დროა, გააცნობიერონ ომის ჩიხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა. მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ. „ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად […]

პარლამენტმა ე.წ. სამშენებლო ამნისტია დაამტკიცა

პარლამენტმა ე.წ. სამშენებლო ამნისტია დაამტკიცა. ცვლილებები „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე სამშენებლო დოკუმენტაცია არ გაცემულა, არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში მიღების აქტი და საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, […]

პარლამენტმა დავით ნარმანია სემეკის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სემეკს. რაც შეეხება გივი სანიკიძეს, იგი პირველი […]

გიორგი ბარამიძე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე – რუსების სიხარული, საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე, ყალბია – ვეცდებით, სადაც სიყალბეა, იქ ნაკლებად გავერიოთ

ვეცდებით, სადაც სიყალბეა, იქ ნაკლებად გავერიოთ, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ დასმულ კითხვას, შეუერთდებიან თუ არა, 17:00 საათზე დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. როგორც ბარამიძე განმარტავს, მილოცვების ადრესატი მიხეილ სააკაშვილიც უნდა იყოს. „მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვებაა. სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელმაც […]

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. […]

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითა და ფორმულით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითა და ფორმულით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო – მესამე მოსმენით დაამტკიცეს პროექტი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით აღარ დაფინანსდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალ ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა […]

ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობითვე, ქვემო ქართლის რეგიონი დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდება, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის რეგიონის მასშტაბით გამოყოფილია უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი.