ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავად, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება. იქამდე კანდიდატის სტატუსის მიღებას სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავენ. გამოფენილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. მათ შორისაა ქუთაისი, საიდანაც უკვე დაიძრნენ მოქალაქეები, რათა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საზეიმო ღონისძიებას შეუერთდნენ. რესპონდენტები აცხადებენ, რომ ევროპა არის ქვეყნის არჩევანი და თბილისში ჩამოდიან ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად.
“ქართული ოცნების” ორგანიზებულ ზეიმს ოპოზიციიდანაც დაესწრებიან | ვინ მიდის ღონისძიებაზე?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელისუფლება ზეიმით აღნიშნავს – საერთო-სახალხო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზეა დაგეგმილი. “ოცნების” დეპუტატები ოპონენტებს ცინიკური მიმართვებით ეპატიჟებიან და მოუწოდებენ, შეუერთდნენ ღონისძიებას: “ვისაც აქვს შნო, ვისაც აქვს უბრალოდ სინდისი, ვისაც კარნახობს, რომ სურთ ამ პროცესში, კი ბატონო, ველოდებით. ჩვენ ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში ველოდებოდით და მით უმეტეს, ეხლა, როცა გავიმარჯვეთ, ქართველმა ხალხმა […]
ქართველი ხალხი ერთი ნულით დაწინაურდა “რუსულ ოცნებასთან” ბრძოლაში | საზეიმო ღონისძიება ენმ-ში

ქართველი ხალხის გამარჯვება რუსულ რეჟიმზე – ასე აფასებენ სტაუტისის მიღებას ენმ-ის ლიდერები. საზეიმო ღონისძიება პარტიის ოფისში გაიმართა, სადაც შეკრებიმ მოქალაქეებს ლევან ხაბეიშვილმა, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ მიმართეს. ბოკუჩავას თქმით, ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ქართველ ხალხთან ერთად, არის მიხეილ სააკაშვილი, “რომელმაც პირველმა აღმართ ევროკავშირის დროშა და მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ […]
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს დარბაზში თვითდაზიანებები მიიყენა

“ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომენტში გამოიფატრა მუცელი მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე..” წერს ლაშა შუკაკიძე.
ვაშაძე: გამარჯვება წინაა, ჩვენი ამოცანაა, დაჩქარებული წესით გავხდეთ EU-ის წევრი ქვეყანა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ახლა ქვეყნის ამოცანაა, დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი. “მინდა მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს მოლაპარაკება, რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას, მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი […]
ხუნდაძე: მთავარი მადლობა მაინც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის

თუ ბოლომდე მართლები ვიქნებით, რომ არა 2012 წლის საზოგადოებასთან ერთად მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, ვფიქრობ რომ ქვეყანა დღესაც ცალ ფეხზე იდგებოდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდით ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი გადაწყვეტილება და მაშინდელი მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, დღეს ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდა, ასე რომ მთავარი მადლობა მაინც მას ეკუთვნის. თქვა ბიძინა […]
კახა ოქრიაშვილი – საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, […]
ლევან ხაბეიშვილი – მინდა გთხოვოთ ამყვეთ: „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“ – ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში

ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, არის მიხეილ სააკაშვილი. „ჩემო ძვირფასებო, ჩემმა კოლეგებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს, საქმიანად. […]
გიორგი ტყემალაძე – ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად გადანაწილებულია იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც აქტუალურია და რაც არის პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად გადანაწილებულია იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც აქტუალურია და რაც არის პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტი გაზრდილია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ “2024 წელი იყოს კიდევ უფრო მასშტაბური, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.” “ჩვენ დავამტკიცეთ 2024 […]