BTU-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი გაფორმდა შემდეგ უწყებებთან: · სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; · სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; · სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; · სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქართველოს […]
ზურაბ ჩიკვილაძე – ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მომდევნო წელიც გამორჩეული იქნება

ჩვენს უახლეს ისტორიაში შთამბეჭდავი დღეა, ამიერიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყანაა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, მიმდინარე წელი შთამბეჭდავი იყო თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა […]
ირაკლი ხელაძე – 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკუთარი გამოსვლა ე.წ. „პოლიტიკური სამძიმრით“ დაიწყო და აღნიშნა, რომ მისი ადრესატი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მისივე განცხადებით, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულში სახელგანთქმული ოპოზიციისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წარმატება სამწუხარო რეალობაა. როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, აპირებდა, რომ კოლეგებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ოპოზიციის „ხსოვნისთვის“ ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, […]
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა. ცვლილებების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. „პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით […]
“ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, საქართველოს ხელისუფლება მკვლელებს უფრთხილდება” – თამაზ გინტურის ძმა

თამაზ გინტურის ოჯახი ამბობს, რომ მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის მკვლელობის საქმე თაროზე შემოდო და მის გამოძიებას არ აპირებს. ოჯახი ხელისუფლების უმოქმედობაში ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განვითარებულმა მოვლენებმა დაარწმუნა, როდესაც ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებების თქმით, ისინი მკვლელი ოკუპანტების იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. “ჩემი ძმის, თამაზ გინტურის ოჯახს მისცეს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ არ აინტერესებთ რომ […]
+18 – ბექა გრიგორიადისმა მუცელი გამოიფატრა სასამართლოში – ადვოკატი

ბექა გრიგორიადისმა სასამართლოში მუცელი გამოიფატრა. ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა შუკაკიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ადვოკატი წერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა. ჩემა დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა ბექა გრიგორიაიდისმა პროტესტის ნიშნად განაჩენის გამოცხადების მომეტში გამოიფატრა მუცელი მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე..” – წერს ლაშა შუკაკიძე.
დათო გორგილაძე: პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას. მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”. წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც. “მომდევნო წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, […]
ირაკლი კობახიძის პოზიციით, სალომე ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებაზე “არაფერი ესაქმება“

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, „მით უმეტეს – საზეიმო სცენაზე“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიის შეკითხვის პასუხად თქვა პარლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მივლენ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ […]
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ნოვიკომბანკს

ბრიტანეთმა 15 დეკემბერს რუსეთის ნოვიკომბანკი შეიყვანა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში. ხელისუფლების სანქციების სიის თანახმად, დაწესდა აკრძალვა “საბაკო კავშირებზე და ფინანსურ გადარიცხვებზე” და, ამავდროულად, ბანკი დაექვემდებარება ქონების გაყინვას. ბრიტანეთის განცხადებით, ნოვიკომბანკი “მონაწილეობდა რუსეთის მთავრობისგან სარგებლის ნახვაში და მის მხარდაჭერაში”.
პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების […]