სუპერთასის ფინალი თბილისში!

რაგბი ევროპის მესამე, 2023 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრას 22 დეკემბერს თბილისი, ავჭალის რაგბის სტადიონი“ უმასპინძლებს. “შავ ლომსა” და ისრაელის “თელ-ავივ ჰითს” შორის გადამწყვეტი თამაში 17 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის სუპერთასი მესამედ ტარდება და ფინალურ მატჩს თბილისი მეორედ მასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გათამაშებაში “შავ ლომს” უკეთესი შედეგები ჰქონდა, ფინალი ლისაბონში დაინიშნა. ჩვენმა გუნდმა ადგილობრივ “ლუზიტანუშს” […]
კობახიძე სტატუსზე: სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, ჩვენ ვიდექით ორ ფეხზე

გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.06 თეთრით გაუფასურდა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9406 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 […]
“ტაეკვანდო” ჩემი საყვარელი სპორტი არ არის – პრეზიდენტი მდინარაძეს

“ტაეკვანდო” ჩემი საყვარელი სპორტი არ არის – ასე პასუხოს საქართველოს პრეზიდენტი, “ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, დღეს განაცხადა: “სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, “ტაეკვანდოს” მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი”.
“წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!” – ლიკა ბასილაია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე: გუშინ გვქონდა ბორდის სხდომა. არავის არაფერი უთქვამს ფინანსურ რესტრუქტურიზაციაზე. მე და ლაშა ტუღუშმა ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადოდ ბიუჯეტის ნარატიული ნაწილი, იყო სხცა საკითხებიც, რის გამოც ხმა არ მივეცით. ახლა ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! – წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!!!!
“საფიქრალი აქვს, ერს როგორ მიულოცოს ისე, რომ პუტინი არ გააგიჟოს” – თამარ ბუჩუკური

ტირის ოლიგარქი, ტირის ვოვას მრსიხანების შიშით და ტირის დასავლური ბანკების საფრთხით წარმოგიდგენიათ ჩვენ რომ ვხარობთ, ბატონი ბიძინა რა დღეშიაგრიგოლ ვაშაძის მოგებამ “იმედის” ეთერში რომ აატირა ხომ გახსოვთ… ახლა, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამ რამდენად დაარწმუნა ოლიგარქი რომ არავის ნდობა არ შეიძლება – ამხელა ევროპაში ერთადერთი მეგობარი ჰყავდა და ორბანმაც გაცვალა. ტირილით დასიებულ თვალებს რომ დაიმშვიდებს, მერე იფიქრებს […]
“დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე” – ვინ ითხოვდა პრემიერისგან ცალ ფეხზე დგომას?

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა: “ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ […]
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. სესია სახელწიფო ჰიმნით დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს – 6 თებერვალს განაახლებს.
„სილქნეტი“ არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ მიუღია – ComCom

კომპანია „სილქნეტი” ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის” წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს” არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” […]
კობახიძე: ვიღაცებს უნდოდათ, საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე

· 101 · · გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ, როგორც თავისუფალი, თანასწორი, ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ბიძინა ივანიშვილმა […]