კომუნიკაციების კომისია “სილქნეტში” 5G-ის ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, კომუნიკაციების კომისია, აცხადებს, რომ კომპანია “სილქნეტი” “ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტმომსახურებას ვერ დანერგავს”. ასე უპასუხეს კომისიაში რადიო თავისუფლების კითხვას, რომელიც ამ ქსელში მეხუთე თაობის ინტერნეტის ჩართვას შეეხებოდა. “სილქნეტის” მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ”, – ამბობენ კომუნიკაციების […]

სალომე ზურაბიშვილი – აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ – გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს

აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ – ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას – გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს, – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მისთვის უცნობია, სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემენ თუ, არა. „ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, მე ძალიან ოპტიმისტი და იმედიანი ადამიანი […]

პრემიერი – დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება – ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება – ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – გამოიჩინონ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მილიონზე მეტი თანამოქალაქე ენდობა და თუ დათანხმდებიან, დაეხმარონ ხელისუფლებას ამ გზაზე, ჩვენი წარმატება უფრო სწრაფი იქნება

[ოპოზიციურმა პარტიებმა] გამოიჩინონ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მილიონზე მეტი თანამოქალაქე ენდობა და თუ ისინი ამ ნდობას გამოიჩენენ და დათანხმდებიან, რომ დაეხმარონ ხელისუფლებას ამ გზაზე, მაშინ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო სწრაფი და მტკიცე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თავისუფლების მოედანზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, „რომ დაფიქრდნენ, გამოიტანონ თავისი დასკვნები ამ […]

შარლ მიშელი – გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში – ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით

დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება ინვესტიციაა მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში – ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯია, რომელსაც ევროპელ, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და მსოფლიოს ვუგზავნით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, ეს „ნათელი არჩევანია“. “სამიტს, რომელიც დასრულდა, ისტორიული განზომილება ჰქონდა, ვინაიდან, გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გავხსნათ და კანდიდატი ქვეყნის […]

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნად ზეიმი იმართება, პრემიერ-მინისტრი მივიდა

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების აღსანიშნად ზეიმი იმართება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. სავარაუდოდ, ის მოქალაქეებს სცენიდან მიმართავს. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე ასევე იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ლევან დავითაშვილი – დღეს თითოეული ქართველი ერთად, გაერთიანებულები უნდა ვზეიმობდეთ – მისასალმებელია თუ სალომე ზურაბიშვილიც უერთდება სახალხო ზეიმს

მისასალმებელია თუ სალომე ზურაბიშვილიც უერთდება სახალხო ზეიმს , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გაერთიანებული უნდა ზეიმობდეს. „ეს გადაწყვეტილება არის თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს თითოეული ქართველი […]

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებულ წესს ეხება, რომლის თანახმად, უქმდება კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს ითვალისწინებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. ამასთან, საზოგადოებრივი […]

თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა – მოქალაქეებმა ცენტრალური გამზირი ევროკავშირის და საქართველოს დროშებით გაიარეს

თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, სტუდენტები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მივიდნენ. მათ ცენტრალური გამზირი ევროკავშირის და საქართველოს დროშებით გაიარეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებას შეძახილებით შეუერთდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი – ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ სტატუსი, არ დავდექით ცალ ფეხზე, დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება

ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე“. „მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, […]