კახა კალაძე – მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში

მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა. „საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა […]

პაველ ჰერჩინსკი – მიხარია, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, წინ, საქართველო, წინ

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. „გილოცავთ. დღეს ისტორიული […]

“არც მწყინს, არც მიხარია” – ზურაბიშვილი მთავრობამ სცენაზე არ აიყვანა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება მიემართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავდნენ. თუმცა მას რომ ამის სურვილი ჰქონდა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა. “მე ვიტყოდი ერთ რამეს. მადლობები არ მჭირდება. იმიტომ, რომ მადლობა არის ხალხის განწყობა, მიზანმიმართულობა და ერთად ყოფნა. ეს იქნება ჩვენთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში […]

იემენელმა მეამბოხეებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი გემებს წითელ ზღვაში

პარასკევს წითელ ზღვაში ორი სატვირთო გემი დაიბომბა იემენის მხრიდან. საზღვაო უწყების თანახმად, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდ გემ ალ ჯასრას, რომელიც საბერძნეთიდან სინგაპურში მიემართებოდა, თავს დაესხნენ ან უპილოტო თვითმფრინავით, ან ბალისტიკურ რაკეტით. გემზე ხანძარი გაჩნდა, სულ მცირე ერთი კონტეინერი წყალში ჩავარდა. მოგვიანებით, კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა სხვა კონტეინერმზიდ გემ- MSC Palatium III-ს, რომელიც ასევე ლიბერიის […]

ვულოცავთ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ – ჯიმ ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. როგორც ჯიმ ო’ბრაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის ამაღელვებელ მომენტად აფასებს. „შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“, […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აუცილებელი რეფორმების გატარების ამბიცია და სიჩქარე

როგორც იცით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე, რომელსაც სურს ევროკავშირს შეუერთდეს, თუ რამდენად სწრაფად სურს მას ევროკავშირთან და მის პრინციპებთან დასაახლოებლად საჭირო რეფორმების გატარება , – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შთამბეჭდავია იმის ხილვა თუ როგორ გაზარდეს ქვეყნებმა, […]

მამუკა მდინარაძე – ყველას გილოცავთ, ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ – რაც შეეხება სააკაშვილს, ის საქართველოს მტერია

ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. “ის ამბობს, რომ საქართველო […]

“ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი… ძალიან ბედნიერი ვარ” – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარ არხთან” ამბობს: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბედნიერი დღეა ქართველებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ პარლამენტის წევრი, მომსწრე ვარ ყველა ნაბიჯის, რომელსაც საქართველო დგამდა ევროპისკენ. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პროცესის დასასრული და ასევე სიმბოლური […]

2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ამერიკის დემოკრატიისთვის – გამოკითხვა

როგორც საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულ ქვეყანაში, ამერიკელები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე შედარებით თანხმდებიან. ისინი იზიარებენ შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი მის მომავალზე. თუმცა, განსხვავდება მათი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკული დემოკრატიისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 1 074 […]

სენატმა უკრაინის დახმარების საკითხს შესაძლოა მომავალ კვირას უყაროს კენჭი

სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტს კანონმდებლები კენჭს მომავალ კვირას უყრიან. მოლაპარაკებები კი მხარეებს შორის ამერიკის სამხრეთი საზღვრის დაცვის ღონისძიებების ცვლილების თაობაზე, კვლავ გრძელდება. სენატში, წესით პარასკევს სადღესასწაულო შვებულება იწყება. თუმცა კანონმდებლები მიუთითებენ, რომ შესვენების დაწყებას გადადებენ და მოლაპარაკების მისაღწევად მეტ დროს გამოიყენებენ. “ჩვენს წარმატებაზე ძალიან ბევრი […]