კრემლი ევროკავშირის გაფართოების გაგრძელების გადაწყეტილებით უკმაყოფილოა

რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პოლიტიზირებული ნაბიჯი იყო, რომელსაც შეუძლია ბლოკის დესტაბილიზაციის გამოწვევა. აქვე, კრემლმა უნგრეთი ამ ნაბიჯის წინააღმდეგობის გამო შეაქო. “ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს წლების ან ათწლეულების განმავლობაში. ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და აშკარაა, რომ ამ მომენტში არც უკრაინა და არც მოლდოვა […]
საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი „ოცნებამ“ სცენაზე არ აუშვა

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დღეს, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა. მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრების სურვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, 14 დეკემბერს, გამოთქვა. თუმცა მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან მან „ყველაფერი გააკეთა, რათა […]
„გილოცავთ, გვიხარია ამ გადაწყვეტილების მიღება“ – შარლ მიშელი საქართველოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. იგივე გააკეთეს ურსულა ფონ დერ ლაენმა და პედრო სანჩესმა. ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი ატარებენ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მათ ჰკითხა, რა იქნებოდა გზავნილი და რჩევა ქართველი ხალხისთვის. „როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მოკლე […]
EU-ს ელჩმა თავისუფლების მოედანზე ხალხს ქართულად მიმართა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა. თბილისის ცენტრში საზეიმო ღონისძიება ხელისუფლებამ დაგეგმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სცენასთან ახლოს, ხალხში იდგა. ევროკავშირის ელჩმა თავისი მიმართვა სწორედ პრეზიდენტისადმი მისალმებით დაიწყო: მოგესალმებით, ქ-ნო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკურო […]
ბრეგაძე: სააკაშვილი იხდის სასჯელს, ამას კავშირი არ აქვს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ევროპულ ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფორმულას კითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ექსპრეზიდენტის როლს და ამ პროცესში მის პატიმრობიდან გათავისუფლების მნიშვნელობას შეეხებოდა, ბრეგაძე ამბობს: “მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან”.
“ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – ჰერჩინსკი

“კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას. პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია “ძალა ერთობაშია”. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისათვის გაერთიანებისთვის დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოსთვის თანამედროვე […]
პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვეს

თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური გამოსვლები ისე დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლისა და მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს. “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი ხალხის რიგებიდან ადევნებდა თვალს. ქართული ოცნების ლიდერებმა დღეს დილიდან განაცხადეს, რომ მას ტრიბუნას არ დაუთმობდნენ. სცენაზე სიტყვით ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე გამოვიდნენ. მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
ახალი სტანდარტი საბუღალტრო მომსახურების ქართულ ბაზარზე

ქართული მომსახურების ბაზარი მუდმივად ვითარდება. დღეს პროფესიონალური სერვისები გაცილებით მრავალფეროვანი და დახვეწილია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებით, ეს პრობლემა აქტუალურია საბუღალტრო-საფინანსო სექტორში. ბუღალტრული მომსახურება ქართულ ბაზარზე სტანდარტული პროცესებით მიმდინარეობს. მასში როტაციისა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებისთვის მცირე ადგილია დარჩენილი. სწორედ, ამიტომ ფინანსური და აუდიტორული სერვისების საერთაშორისო კომპანია “ქუდოსმა” (Kudos Georgia) გადაწყვიტა ახალი სტანდარტები დაემკვიდრებინა […]
წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები – ევროკავშირის ელჩი

წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები – ევროკავშირის ელჩი გილოცავთ, „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი“. წინ საქართველო, წინ! – საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა […]
ევროკავშირში მართვის მოწმობის აღება გართულდება

ევროკავშირში მართვის მოწმობის აღება გართულდება ევროპარლამენტის ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპორექტს, რომელიც ევროპის გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. კანონპროექტი მძღოლების მომზადებისა და ტესტირების ახალ მიდგომას მოითხოვს. კერძოდ, ავტოსკოლები მძღოლებს გზებზე ელექტროსკუტერებისა და ელექტროველოსიპედების მძღოლებთან თანამოქმედებას შეასწავლიან. მძღოლებს, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტის სწორ გამოყენებასა და მავნე გამონაბოლქვის მოცულობის მონიტორინგს შეასწავლიან. ყველა ეს უნარი […]