საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს. სიმბოლურად ევროპის მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს. ევროპის მოედანზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც მივიდნენ. შეკრებილების თქმით, გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა. “შინ ევროპისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი. ევროპა ჩვენი ოჯახია, ქართველი ხალხი ღირსეულად იმსახურებს, რომ […]

ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინეთის ელჩმა ნიკოლოზ სამხარაძეს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მათივე ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს 2024 წლის გეგმები და ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად […]

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა. ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დავითაშვილი – საქართველო წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი

მსურს, თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროკავშირის ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამას ჩვენ საუკუნეები ველოდით, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებულიყო. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელი საქართველო გაერთიანებულია ერთი დიადი, დიდი მიზნის გარშემო, რასაც ქვია ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რითაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის […]

“ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება” | კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება. “ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება”, – ამბობს კულება მისივე თქმით, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.

EU-მ უკრაინისთვის 1,5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების წლიური პროგრამის ბოლო ტრანში დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების წლიური პროგრამის ბოლო ტრანში დაამტკიცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარჩენილი 1,5 მილიარდი ევრო უახლოებს დღეებში გადაირიცხება. მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის ფინანსურ სტაბილურობას. “უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ 1,5 მილიარდ ევროს – წლევანდელი პროგრამის ბოლო ტრანშს”, – განაცხადა ლეიენმა. მისივე […]

მერიამ სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა

თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა. ამის შესებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე საუბრობს. “…ეს ჩაიშალა. მერიამ არ მისცა ტექნიკურად ამის საშუალება იმის რომ ჩაეტარებინათ კონცერტი, რაც რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ შეტანილი სტუდენტური ორგანიზაცია იყო და რამდენიმე დღით ადრე […]

„საქართველოდან ევროპაში და პირიქით, სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა“ – თამარ მოსიაშვილი

„საქართველოდან ევროპაში და პირიქით, სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა“ – თამარ მოსიაშვილი საქართველოდან ევროპაში და პირიქით სტუდენტების მობილობა გაიზრდება და მოხდება ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ზრდა, – ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. „საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ეს პოლიტიკური კავშირი ჩვენი უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის არის ძალიან […]

თსუ-ს პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინის საგარეო უწყება – ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია

ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 50 მილიარდი ევროს გადაცემის თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილება არის “მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება.” “ველით ყველა საჭირო იურიდიული პროცედურის დასრულებას 2024 წლის იანვარში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შესაბამისი დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ,” […]