თსუ პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. თსუ ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.

ქალაქი ისევ პარალიზებულია – ვიდეო

ქალაქი პარალიზებულია ვერ ავტომობილით და ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხალხი ვერ გადაადგილდება ახლა რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა? Kakha Kaladze კახა კალაძე

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:21 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 3,4 კმ. იყო. ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. როგორც გერმანული მედია წერს, ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაციას, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოს და მოლდოვას […]

“გილოცავთ! ეს მხოლოდ დასაწყისია… თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს” | დავით არახამიას მიმართვა

“გილოცავთ! ეს მხოლოდ დასაწყისია… თქვენ უნდა აიძულოთ მთავრობას, რომ რეფორმები ჩაატაროს”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა რეფორმების განხორციელება მთავრობას უნდა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იქნება როგორც თურქეთი, რომელიც უკვე 18 წელია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. “გამარჯობა ყველას, გამარჯობა, საქართველოვ. დღეს დიდი დღეა […]

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი. გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის […]

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა. შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს […]

ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. „ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს – აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარესაც არ უნდა იდგნენ, ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად,“ – […]

თავისუფლების მოედანზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა – ინციდენტი თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა. ჟურნალისტებსა საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტს პირობის დადებას სთხოვდა, რათა არ შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. “პირობა მომეცით, რომ არ შეიწყალებთ. არ უნდა შეიწყალოთ, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ შეიწყალებთ”, – განაცხადა ია მეტრეველმა. […]