მაკა ბოჭორიშვილი: ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა – ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება. „ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია დღევანდელი დღე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ზეიმი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ნამდვილად ემოციურია ამდენი ადამიანის ხილვა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი თარიღის ასე აღნიშვნა, რადგან ჩვენთვის ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი, […]

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება – ირაკლი ღარიბაშვილი

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება – ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ […]

მადლობა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა – კახა კალაძე

ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მადლობა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ტრადიციებით ევროპაში“ და „ღირსებით ევროპაში“ არის ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა გააგრძელოს სვლა საქართველომ ევროპული […]

ინტერსტელარი საქართველოს კინოთეატრებში ბრუნდება

საქართველოს კინოგაქირავებაში ბრუნდება კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი ინტერსტელარი. 18 იანვრიდან, ინტერსტელარის ნახვა 2 კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მაყურებელი ფილმის IMAX ვერსიასაც იხილავს. ამის შესახებ წერს Kinoafisha-ს ფეისბუქ გვერდი. 2014 წლის ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკკონეჰი, ენ ჰეთეუეი, მეთ დეიმონი და ჯესიკა ჩესტეინი ასრულებენ. დეკემბრის მთავარ კინოპრემიერებს გაეცანით ამ ბმულზე.

პრობლემის გადასაჭრელად მაცარიმ კვარაცხელიას ახალი სათამაშო გეგმა შეიმუშავა

16 დეკემბერს, სერია A-ს მე-16 ტურში “ნაპოლი” “კალიარის” უმასპინძლებს. “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს ვალტერ მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობის გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმა აქვს შემუშავებული. გამოცემა წერს, რომ მცველებს კვარაცხელიას შესაჩერებლად მკაცრი და სისტემატური მეურვეობა აქვთ დაწესებული, გალიაში ჰყავთ გამომწყვდეული, რათა ერთი ერთზე თამაში შეუზღუდონ: “გასულ სეზონში მარიო რუის მარცხენა ფლანგზე მოქმედებები და […]

კანდიდატის სტატუსით მეტ უცხოელ ტურისტს და მეტ საერთაშორისო კონფერენციას მოვიზიდავთ – ჩეხერია

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ბევრი უცხოელი სტუმრის ჩამოსვლასა და მეტი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ BMG-ს კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიზნესს ევროპულ ბანკებთან და ევროპულ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შანსი გაუჩნდა. „ვფიქრობ, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი გაიზრდება, რომელიც ამავდროულად სტანდარტების ზრდასაც უზრუნველყოფს. ეს კი, მაღალ […]

თუ საჭირო იქნება, მუხრუჭს დავაჭერთ – ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით იმუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთს შეუძლია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. „ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი მოგვიანებით შევაჩეროთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენს მუხრუჭს დავაჭერთ და საბოლოოდ გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტის მიერ იქნება მიღებული“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვეტო დაადო უკრაინისთვის […]

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაცია, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. როგორც გერმანული მედია წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესრატმა 15 დეკემბერს მიიღო. მანამდე, ნოემბერში კანონპროექტი დაამტკიცა ბუნდესტაგმა […]

პუტინი ომის 2026 წლამდე გაგრძელებასა და ხარკოვი და დნეპერი დაიპყროს აპირებს – Bild

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ომის გაჭიანურებას 2026 წლამდე, წერს Bild დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით. პუტინს, გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკების სურვილის იმიტაციას, მაგრამ რეალურად კრემლი არ გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის ხელმძღვანელობასთან და ამუშავებს ახალ საშუალოვადიან საომარ გეგმას. 2024 წლის ბოლოსთვის პუტინი ელის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის […]

კვერცხზე ფასების ზრდის გამო რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კიროვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში ქათმის კვერცხის ოთხი მწარმოებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამის მიზეზად სახელდება ამ კომპანიების მიერ სარეალიზაციო ფასების მკვეთრი ზრდა. ვინაიდან კომპანიებმა ფასები ერთდროულად გაზარდეს, ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებას. სააგენტო „ტასსი“, ანტიმონოპოლიური უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში ორი ფირმის-„პატრიოტისა“ […]