რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები

რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, გაკვეთის შედეგად ამ დასკვნამდე ლოს-ანჯელესის სასამართლო-სამედიცინო კომისია მივიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეთიუ პერი კეტამინით დეპრესიისა და შფოთვისგან მკურნალობდა. მკურნალობის ბოლო სეანსი მან გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ჩაიტარა. 54 […]

საქართველოში წუხელ 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წუხელ (დაახლოებით 2-ის 7 წუთზე) მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 55 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სალამალეიქში დაფიქსირდა.

იაპონიაში, სადისტრიბუციო კომპანია „Washidu”-სთვის ექვსი სახეობის ქართული ღვინო წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red bridge” ორგანიზებით, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი რესტორნებისა და ღვინის მაღაზიების მფლობელი სადისტრიბუციო კომპანიის „Washidu” წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაციას Red bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაშიმ წარმოადინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციების, საქართველოს ვაზის ძირითადი […]

“სილქნეტი” არსებული სიხშირეებით ხარისხიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ მიუღია – კომუნიკაციების კომისია

“სილქნეტი” არსებული სიხშირეებით ხარისხიან და ეფექტიან 5G მომსახურებას ვერ დანერგავს, რადგან კომპანიას 5G-ის ლიცენზია არ მიუღია – ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისია კომპანია “სილქნეტის” განცხადებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მომხმარებელს 14 დეკემბრიდან 5G წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ჩაურთო. 5G ინტერნეტის დასანერგად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია “სილქნეტს” […]

ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, დაღუპულია სამი მძევალი – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ღაზაში ომი გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები “ჰამასის” პოზიციებს უტევს და, ამასთან, ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობს. ბოლო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სარაკეტო იერიშებს განაგრძობს “ჰამასიც”, იერუსალიმისკენ ნასროლი რაკეტები “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა. ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ომის შემდეგ, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით “კერემ-შალომის” გამშვები პუნქტი პირველად გახსნა. ამას კი წინ უსაფრთხოების საკითხებში, ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ვიზიტი […]

„მე რომ ტელევიზია მქონდეს, შენ გადაცემას დავხურავდი კი არა, მეორე გადაცემასაც დაგამატებინებდი..იმედია, ვისაც აქვს ტელევიზია, უკვე შემოთავაზებებზე ფიქრობს“ – ნინო დარასელი დათო გორგილაძეს

„მე რომ ტელევიზია მქონდეს, შენ გადაცემას დავხურავდი კი არა, მეორე გადაცემასაც დაგამატებინებდი..იმედია, ვისაც აქვს ტელევიზია, უკვე შემოთავაზებებზე ფიქრობს“ – ნინო დარასელი დათო გორგილაძეს ნინო დარასელი დათო გორგილაძეს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს. „მე რომ ტელევიზია მქონდეს, შენ გადაცემას დავხურავდი კი არა, მეორე გადაცემასაც დაგამატებინებდი. იმედია, ისაც აქვს ტელევიზია, უკვე შემოთავაზებებზე ფიქრობს. გამიხარდება […]

პოლონეთში საგზაო წესების დარღვევისთვის ქართველი დააკავეს

პოლონეთში დააკავეს 26 წლის ქართველი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში საგზაო წესები დაარღვია და ბორდიურს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა, თუმცა მალევე დაიჭირეს. თავდაპირველად მან ალკოტესტზე უარი თქვა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა ავტომობილს ნასვამ მდგომაროება მართავდა. მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მართვის უფლების ჩამორთმევა ემუქრება.

ვის გაუმართლებს და ვისთვის იქნება ყველაზე რთული 2024 წელი _ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ჩინური ზოდიაქო, ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ყოველწლიურად ასოცირდება ზოდიაქოს თორმეტი ცხოველიდან ერთ-ერთთან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა – ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. […]

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს საზეიმოდ გაიხსნება

ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს საზეიმოდ გაიხსნება. 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობები. „საახალწლო სოფელი“ 12:00 საათიდან უმასპინძლებს იქ მისულ სტუმრებს. ადგილზე დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი. პატარებისთვის კი საბავშვო კონცერტები გაიმართება.

დონი ვან დე ბეკი “აინტრახტში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 6 თვიანი იჯარით ფრანკფურტის “აინტრახტს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანელები მოთამაშის ანაზღაურებას სრულად დაფარავენ. სეზონის ბოლოს “აინტრახტს” ვან დე ბეკის გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლება. შეგახსენებთ, დონი “იუნაიტედმა” 2020 წელს, “აიაქსიდან” შეიძინა.