რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, 16 დეკემბრის ღამეს, რუსები ხერსონს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ქალაქზე თავდასხმის შედეგად 55 წლის მამაკაცმა დაზიანებები კიდურების არეში, ხოლო 51 წლის მამაკაცმა თავის არეში მიიღო. სტეპანივკას დასახლებაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და ექიმი დაიჭრა. […]
გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების ანგარიშში საქართველო მეორე ადგილზეა – სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვენაში ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რიგით 21-ე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების 2023 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიშში ასახული იყო ევროკავშირის სექტორულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებისა და შემდგომ აღსრულების საკითხები. საქართველო გარემოსდაცვითი […]
“ნაპოლის” ფანები ოსიმენის ახალ კონტრაქტს აპროტესტებენ

“ნაპოლის” გულშემატკივრები ოსიმენის ახალი კონტრაქტით უკმაყოფილოები არიან, საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიგერიელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაიხდის, არჩევანი მხოლოდ ფეხბურთელის გასაკეთებელი იქნება და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევა. “ჩელსი” ვიქტორის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული, Sky Italia-ს ცნობით, ლონდონელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო […]
ირანმა ისრაელის მოსადის აგენტი სიკვდილით დასაჯა – ოფიციალური მედია

ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, შაბათს, 16 დეკემბერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტანი-ბალუჩესტანის პროვინციაში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის აგენტი სიკვდილით დასაჯეს. “ეს ადამიანი დაუკავშირდა უცხოურ სამსახურს, კონკრეტულად, მოსადს, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და თანამზრახველების მონაწილეობით, დოკუმენტებს უცხოურ სამსახურებს, მათ შორის, მოსადს აწვდიდა”. – იუწყება სააგენტო. მედიას აღნიშნული პიროვნების ვინაობა არ გაუსაჯაროებია. ასევე უცნობია, როდის დააკავეს ის, […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს. „სულ რუსების თავდასხმისას Shahed-136/131 ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, რომელიც მტერმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაუშვა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. რუსების შეტევებს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მებრძოლები, ასევე, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ.
აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირება განახორციელეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ბრიუს შვარცმა. „ეს მნიშვნელოვანი […]
გიორგი ვაშაძე – ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? – ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე, უნდათ გახლიჩონ, დაყონ, დააპირისპირონ და არა გააერთიანონ – ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ თანამშრომლობა სურთ?

იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვნახეთ, ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ მათ [ხელისუფლებას] თანამშრომლობა სურთ? – არ აპირებენ თანამშრომლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებენ თუ არა ხელისუფლებასთან ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ამ კონტექსტში ვაშაძემ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ზეიმზე ისაუბრა, სადაც ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს. […]
“არაფერს არ შეასრულებენ, მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდათ” – ლევან ხაბეიშვილი 9 დათქმის შესრულებაზე

კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღებულია. ევროინტეგრაციის პროცესში კი მომდევნო ეტაპი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაა. ეს იმისთვის, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად განაცხადი გააკეთოს. მთავრობამ სამუშაო გეგმა უკვე დაამტკიცა და ევროკომისიაშიც გაგზავნა. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეკომენდაციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და 2024 წლის ბოლოს წევრობაზე, მოლაპარაკებების გასახსნელად განაცხადი გააკეთოს. რაც შეეხება […]
დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს

დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვები აფრიკის შემოვლით განხორციელდება. „მაერსკის“ გადაწყვეტილება იემენიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება. იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება. წითელი ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით სტიმულის მომტანი იქნება” – ბესო ორთოიძე

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ნაწილში დამატებით სტიმულირებას გააჩენს”- ამის შესახებ „კომერსანტს” სამშენებლო კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ უთხრა. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს დიდი ეკონომიკური აქტივობა დაიწყო და ინვესტორებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნა. „კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მოთხოვნის ნაწილში დამატებითი სტიმულირება გაჩნდება, მე პირადად გადავხედე იმ ქვეყნების ისტორიებს […]