„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს – ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ”- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს – ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ”- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები […]

სერიალ “მეგობრების” მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – სერიალ “მეგობრების” ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო კომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პერი, კეტამინით დეპრესიასა და შფოთს მკურნალობდა. ბოლო სეანსი მან გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ჩაიტარა. 54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, 28 ოქტომბერს იპოვეს.

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს. „ეს ადამიანი უცხოურ სამსახურებთან თანამშრომლობდა, თანამოაზრეებთან ერთად საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და უცხოურ სამსახურებს, მათ შორის „მოსადს“ დოკუმენტებს აწვიდიდა“, – ნათქვამია განცხადებაში. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებილი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სიკვდილით ზაჰედანის ციხეში დასაჯეს.

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველომ მიიღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი – ამ მომენტში ნუ დაგვავიწყდება აშშ-ის როლი, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკურად გამბედავი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნებოდა

მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, როგორც იქნა, საქართველომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დამსახურებაც არ უნდა დაიკარგოს. „მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპულ საბჭოს, იმ ინსტიტუციებს, ყველას, ვინც ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას […]

ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ ღაზაში შეცდომით სამ ისრაელელ მძევალს ესროლეს

ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაღუპულია სამი მძევალი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს მძევლები, რომლებიც შეცდომით საფრთხედ შეფასდნენ, რის გამოც სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი მძევლები იყვნენ“, – […]

ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ესტონეთის ქალაქ ტარტუში გამართულ ევროპის ჩემპიონატის კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია (დიდები) ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. 47 კგ წონითი კატეგორიაში იასპარეზა მთვარისა ხარძიანმა. მან სამჭიდში საერთო 325 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი სპორტსმენი ჩაჯდომში 102,5 კგ-ით და წოლჭიმში 67,5 კგ-ით მესამე იყო, ამოწევაში კი 155 კგ- ით – მეორე. საერთო […]

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ასევე აგრესიული ომის წარმოება ედება ბრალად. პატრიარქი კირილი ცნობილია თავისი ანტიუკრაინული განცხადებებითა და სხვა ოდიოზური ხრიკებით, ის პუტინისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური მაღალჩინოსნების წრესთან დაახლოებული პირია, რომელი უკრაინაში რუსეთს აგრესიას უჭერს მხარს. ასევე პუტინის პატრიარქმა არაერთხელ […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, ორშაბათამდე: 1 აშშ დოლარი – 2.6816; 1 ევრო – 2.9406 1 ფუნტი – 3.4290; 1 ლირა კი 0.0923 ლარი ეღირება.

პოლონეთში დაითხოვეს კომისია, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქებას ამტკიცებდა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაითხოვა კომისია, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იძიებდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ცეზარ ტომჩიკის თქმით, “შეჩერებულია ასობით მილიონი ზლოტების ხარჯი ღონისძიებებზე, რომლებსაც კატასტროფის მიზეზის დადგენასთან არაფერი აქვს საერთო”. ტომჩიკის განმარტებით ძალაში რჩება ავიაკატასტროფის პირველადი კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები. ТУ-154 მოდელის თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ […]

რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს კანდიდატის სტატუსი პროფესიულ განათლებას – „პროფესიული განათლების ნავიგატორი“

რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს კანდიდატის სტატუსი პროფესიულ განათლებას, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს. ევროკავშირის პროექტის Skills for jobs უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის უფროსი ექსპერტის ანასტასია ქიტიაშვილის თქმით, ევროკავშირი ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია და ეს ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. კონკრეტულად პროფესიულ განათლებაში ევროკავშირის ჩართულობა 2008 წლიდან დაიწყო, […]