“სოფელ ციგრიანთან ახალი საოკუპაციო ბანერი გამოჩნდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ ციგრიანის მახლობლად, ოკუპაციის ხაზზე გაჩნდა ე.წ. საზღვრის აღმიშვნელი ბანერი. დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ამ ბანერის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით, იქვე მდებარე სოფელ თამარიანის მცხოვრებლებს ოკუპირებულ ქედზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ხმა ხშირად ესმით და ხედავენ საოკუპაციო ძალების აქტივობას. “სამწუხაროდ, ეს რეგიონიც შეტოვებულია რუსებთან ერთი-ერთზე, მოსახლეობის უსაფრთხოების […]

რუსთავში დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხეს აანთებენ. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, ასევე სკვერები და პარკები. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და ნაძვის ხეს, რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, წელსაც უფლისწული აანთებს. ,,რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის […]

“ეს ისტორიული დოკუმენტი ჩვენი ურყევი მეგობრობისა და პარტნიორობის შედეგია” – საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება გაფორმდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა, – ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ქართული მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან – აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ბრიუს შვარცმა. “ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს […]

დღეს რუსთავის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთება

დაახლოებით ხუთ საათში, რუსთავის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთება. დილიდან მიმდინარეობს აქტიურ სამზადისი საახალწლო სოფელში, ორგანიზატორები მისულ სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით სასიამოვნო დღეებისა და საღამოების გატარებას ჰპირდებიან. შობამდე გაგრძელდება საახალწლო ბაზრობაც, სადაც ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. 31 დეკემბერს, კი რუსთაველებს გალაკონცერტი ელოდებათ.

90-მდე პოლიციელს ბათუმში ბინები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო. პროექტში მონაწილე ყველა პირს, 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა “თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ. დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა. გიორგი ბუთხუზის განცხადებით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“შავმა ლომმა” “ჩელენჯ თასზე” პირველი გამარჯვება მოიპოვა

“შავი ლომის” ისტორიული გამარჯვება “ჩელენჯ ქაფზე” – ქართულმა ფრენჩაიზმა პრესტიჟულ ევროტურნირზე პირველ გამარჯვებას მიაღწია და “სკარლეტსი” 23-7 დაამარცხა. მატჩამდე ფავორიტი უელსური კლუბი იყო, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და უელსში დამაჯერებლად მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც 13 ქულა მოაგროვა. ლელოები მოდებაძემ და მამრიკიშვილმა დადეს. “შავი ლომი”, 5 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილზეა და […]

“ნაპოლი” გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

“ნაპოლი” ჟერომ ბოატენგის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბაიერნის” ყოფილი ცენტრალური მცველი “ნაპოლიში” თამაშით ძალიანაა დაინტერესებული და მის აგენტს სთხოვა, რომ ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს. შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, ბოატენგი ბოლოს “ლიონის” ღირსებას იცავდა. გერმანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ჟერომის დაბრუნება “რეკორდმაისტერს” სურდა, თუმცა ფანების პროტესტის გამო, მიუნხენურმა გრანდმა მისი დამატება […]

ბათუმში ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, პოლიციელებს ბინები გადაეცათ

შსს-ს ცნობით, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელს გადაეცა. ბინები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ახალაშენებულ ორ მაღალსართულიან კორპუსში მდებარეობს. პროექტში მონაწილე პოლიციელებს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა ე.წ თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცათ. ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ […]

ქუვეითის ემირი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქუვეითის სამეფო კარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მმართველი, ემირი შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰი შაბათს, 16 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან აშშ-ს მოკავშირე, ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში ძალაუფლება ხელში 3 წლის წინ, 2020 წლის 29 სექტემბერს აიღო, მას შემდეგ, რაც მისი ნახევარძმა, შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 91 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა. ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა […]

რუსული მედია – ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, […]