ოკუპანტების ახალი ბანერი სოფელ ციგრიანის მახლობლად | ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს სუს-ში ადასტურებენ

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ქაცარავა “მთავარ არხთან” ასევე ამბობს, რომ ოკუპანტები გააქტიურებულები არიან სოფელ თამარიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც ისინი ღამის საათებში მძიმე ტექნიკით გადაადგილდებიან. “ჩვენი პატრულირების დროს სოფელ ციგრიანის მახლობლად აღმოვაჩინეთ ახალი ბანერი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ცოტა ხნის წინ. […]

ბრიუსელში, ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო”, “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში (THÉÂTRE NATIONAL WALLONIE), ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ […]

საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციას თანადამფუძნებლები, ასოციაციის გაუქმების მოთხოვნით, რიგგარეშე კრების ჩანიშვნას მოითხოვენ

საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია – GNRA-ის თანადამფუძნებლები, ასოციაციის გაუქმების მოთხოვნით, რიგგარეშე კრების ჩანიშვნას მოითხოვენ. ეს საკითხი მათ ასოციაციის წევრებთან და თავმჯდომარესთან შეხვედრისას დააყენეს. დამფუძნებლებმა GNRA, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – GCA-თან კავშირში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ორივე ასოციაციას რეალურად გიგა კობალაძე მართავს. ფაქტს უარყოფს თავმჯდომარე. რიგგარეშე კრება, სავარაუდოდ, 15 იანვარს გაიმართება.

გურიაში, პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. სანამ დედა, მეზობლის დახმარებიით ცდილობდა უფროსი შვილი საავადმყოფში გადაეყვანა, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, მეორე ბავშვსაც უკბინა. “გურია ნიუსის” ცნობით, ბავშვი რეანომობილით თბილისში წამოიყვანეს. როგორც ბავშვის მამამ გვითხრა, სავარაუდოდ, მის შვილს ოპერაცია დასჭირდება. ადგილობრივების მონათხრობით, […]

გრძელდება საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

15 და 16 დეკემბერს რუსეთიც და უკრაინაც იუწყებოდნენ, რომ ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის ათობით დრონი – უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე, სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებში და კიევში. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზაციას და “პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად”, იმ ფონზე, როცა აშშ-ის […]

სასტუმრო სექტორში საშუალო ანაზღაურება ₾1 619-მდე გაიზარდა – როგორ შეიცვალა დასაქმებულთა რიცხვი?

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14,315 ადამიანს, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. PMC კვლევის ცენტრის სასტუმრო სექტორის ბიზნეს სტატისტიკის განახლებულ მიმოხილვის მიხედვით, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის I-III კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სექტორში არსებული განთავსების […]

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, […]

“ფორსმაჟორის რეჟიმში ვმუშაობთ” – ფარმაცევტული კომპანიები რეფორმების ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ

ფარმაცევტული რეფორმების ამოქმედებისა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის, ანუ მაქსიმალური სარეალიზაციო ღირებულების დაწესების შემდეგ თითქმის 1 წელი გავიდა. რეფორმის შედეგები BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონა კოკიაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ფასის ფორმირების მეთოდოლოგიაა. “ფაქტობრივად, ფორსმაჟორის რეჟიმში ვოპერირებთ, რადგან ყოველთვიურად რეფორმებისა და ცვლილებების შედეგების წინაშე ვდგებით. სისტემის ამოქმედებიდან […]

საერთაშორისო სწავლება Maple Arch 2023 დასრულდა

საქართველომ მეორედ უმასპინძლა სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023. საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა მიულოცეს. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს […]

უნგრეთის ვეტოს ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად ეძებს “პოტენციურ ალტერნატივებს”

ევროკავშირის ლიდერებმა 15 დეკემბერს გამოთქვეს რწმენა, რომ გზას გაუხსნიან დახმარებას, რომელიც უკრაინას 2024 წლის დასაწყისში უნდა გამოეყოს, უნგრეთის მხრიდან ვეტოს მიუხედავად. ერთი დღით ადრე, უნგრეთის გამოკლებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად. მაგრამ ბუდაპეშტი ევროკავშირის საბიუჯეტო მოლაპარაკებას – მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას […]