მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე […]
“გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოვაგდეთ” | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა “შაჰიდის” ტიპის დრონებით, “ისკანდერებითა” და Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტით შეუტიეს. უწყების თქმით, განადგურებულია 20 დრონი და რაკეტა, “ისკანდერმა” კი მიზანს ვერ მიაღწია. “17 დეკემბრის ღამეს საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 20 დრონი და მართვადი რაკეტა Kh-59-ით. “ისკანდერმა” მიზანს ვერ მიაღწია. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო და თავდაცვის […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ნოემბერში თურქული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი გერმანია გახდა

თურქეთის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5,2 პროცენტით გაიზარდა – 23 მლრდ 11 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 5,6 პროცენტით შემცირდა – 28 მლრდ 931 მლნ დოლარამდე. ეს მონაცემები თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენშია მოწოდებული. გენერალური სავაჭრო სისტემის (GTS) ბაზაზე მომზადებული მონაცემების მიხედვით, ნოემბერში თურქეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა 1,1 პროცენტით […]
მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა | აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, კერძო კომპანიის მიერ გაზსადენი მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” თქმით, გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგენა. “თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში,” […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობ. დეპარტამენტის თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ნეთანიაჰუს თქმით, ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი IDF იქნება

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ღაზის უსაფრთხოებას მათი თავდაცვის ძალები (IDF) გააკონტროლებენ. “მე ვთქვი, რომ იქნება დემილიტარიზაცია. ვთქვი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება, რადგან არ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სამოქალაქო მმართველობა, რომელიც ბავშვებს არ ასწავლის ისრაელის განადგურებას,” – […]
თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს: · დიდუბის რაიონში – ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზ. N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:45-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას. · საბურთალოს რაიონში – სოფ. დიღომი, ანდრონიკაშვილის ქუჩის N1-თან, წყალსადენის ქსელზე […]
კვეკვესკირმა გაიტანა – “ლეხმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატზე “ლეხის” ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მეცხრე ჩატარებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა. “რადომიაკთან” ექსტრაკლასას მე-19 ტურში გასვლაზე ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) კვეკვესკირმა 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში და 68-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პოზნანური გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ კაცნაკლული დარჩა და ფრეს დასჯერდა. “ლეხი” 33 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 10 თებერვალს სახლში “ზაგლემბესთან” […]
დიდებული მამარდაშვილი – “ვალენსიამ” “ბარსელონასთან” ფრეს მიაღწია [VIDEO]

ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუზავდა – 1:1. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. […]