მძევლების დაღუპვის შემდეგ, ნეთანიაჰუ მიანიშნებს ახალ მოლაპარაკებაზე “ჰამასთან”

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 დეკემბერს თითქოს დაადასტურა, რომ კატარის შუამავლობით მიმდინარეობს ახალი მოლაპარაკება, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მიერ ღაზაში დატყვევებული მძევლების გასათავისუფლებლად – მას მერე, რაც ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებზე ისრაელის მთავარი წარმომადგენელი შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს. ნეთანიაჰუმ თავი აარიდა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას ევროპაში გამართული შეხვედრის შესახებ მის მთავარ წარმომადგენელს, […]
უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, რუსეთის გაზის ტრანზიტის გადასახადის გამო

17 დეკემბერს უნგრეთი გამოვიდა მუქარით, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის გაწევრიანებას შენგენის უპასპორტო ზონაში – თუკი ბულგარეთი არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსეთის გაზზე. “ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის […]
დიდებული მამარდაშვილი – “ვალენსიამ” “ბარსელონასთან” ფრეს მიაღწია

ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუზავდა – 1:1. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. […]
სერბიაში ჩატარდება საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც მიიჩნევენ ვუჩიჩის მმართველობაზე რეფერენდუმად

სერბიაში 17 დეკემბერს ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელბსაც ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე – იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით არის წარმოდგენილი. ვუჩიჩი, რომლის სახელიც ბიულეტენზე დატანილი არ არის, ცდილობდა გაეძლიერებინა მხარდაჭერა მმართველი, სერბიის პროგრესული პარტიის (SNS) მიმართ, კამპანიით, რომელსაც, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, თან სდევდა ზეწოლის შემთხვევები […]
დიპლომატი: ავსტრიამ გზა გაუხსნა რუსეთის სანქციებს, მას მერე, რაც უკრაინამ ბანკი Raiffeisen-ი შავი სიიდან ამოიღო

ავსტრიამ გზა გაუხსნა ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-12-ე პაკეტს, მას მერე, რაც უკრაინამ შავი სიიდან ამოიღო ბანკი Raiffeisen Bank International-ი – აცხადებენ უკრაინის მთავრობის ვებსაიტი და ევროკავშირის დიპლომატი 16 დეკემბერს. ავსტრია გარკვეული ხანია ცდილობს უკრაინამ ეს ბანკი ამოიღოს სიიდან, რომელსაც “ომის საერთაშორისო სპონსორების” სახელი აქვს. ეს სია მიზნად ისახავს იმ კომპანიათა შერცხვენას, რომლებიც რუსეთში […]
ზელენსკი დებს პირობას, რომ გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 დეკემბერს შეხვედრა გამართა სამხედრო მეთაურებთან და გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს ქვეყნის საჰაერო თავდაცვას – იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს რაკეტებით და დრონებით შეტევებს უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას დასავლელ პარტნიორებთან, რათა უკრაინას კვლავაც გამოეყოს დახმარება. “ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად” – განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს […]
“ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს” – 433

სერია A-ს მე-16 ტურში “ნაპოლიმ” “კალიარი” 2:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” მხრიდან გოლები ვიქტორ ოსიმენმა (69) და ხვიჩა კვარაცხელიამ (75) გაიტანეს. ცნობილი გამოცემა 433-ი “კვარასა” და ვიქტორის “დაბრუნებას” გამოეხმაურა: “ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს”.
საბურთალოს, ვაკისა და დიდუბის ნაწილს შუქი გაეთიშება | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისში დღეს 17 დეკემბერს, შუქი სამ რაიონში ჩაქრება – ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, კვერნაძის, ცაგარელის, ონიაშვილის, გაგარინის, ბუდაპეშტის, კოდორის, ბროლოსანის, […]
„სანდრას მამას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია…“ -რას წერს მიხეილ სააკაშვილი

· 54 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2007 წელს მომხდარ, ყოფილ სიმამრთან დაკავშირებულ ეპიზოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი […]
“არ მრცხვენია საერთოდ,დამიჯერეთ გზა ძალიან გრძელია..არავინ იცის ვის გულში რა ტრიალებს..” – ნახეთ ქართველი რას წერს ტრაილერის მძღოლი გოგონა

· 6 ეს გოგო ტრაილერზე რატო მუშაობს? საერთოდ არ იყო ამის აუცილებლობა, მაგრამ იქნებ ზოგიერთ საზოგადოებაში ყოფნას თვეობით მარტო ყოფნა ჯობდეს…და ზოგიერთ ადამიანთან საუბარს ჩემს ძაღლთან საუბარი… მარტო როგორ მუშაობს მაგას მაშინ მიხვდებით როცა ერთგულების, სიყვარულის და შრომის ფასსი გეცოდინებათ. არ მრცხვენია და არც არასდროს შემრცხვება და ვისაც სრცხვენია დამიჯერეთ გზა თურმე ძალიან გრძელია… არავინ […]