“ავტომობილების ღირებულება 10-15%-ით შემცირებულია” – “კავკასუს ავტო იმპორტი”

საქართველოს ბაზარზე ავტომობილების სიჭარბეა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიწოდების დაბალანსება მაინც ვერ ხერხდება, რასაც ავტომობილების ღირებულებაზეც აქვს გავლენა. “კავკასუს ავტო იმპორტის” მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ ავტომობილების ბაზარზე შექმნილი პროფიციტის გამო ფასები უკვე 10-15%-ით არის შემცირებული. კახა ლომიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიჭარბისა, მოთხოვნა შუა აზიიდან მაინც მზარდია, განსაკუთრებით ყაზახეთის […]

თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის­ ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, პასუხისმგებლობას იღებს სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პასუხისმგებლობა აიღო სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაასრულა. „ისრაელის თავდაცვის ძალები და მე, როგორც მისი მეთაური, პასუხისმგებელი ვართ მომხდარზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. არაფერი იმაზე მეტად არ სურთ ისრაელის […]

მაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ “კალიარისთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. მაცარის თქმით, ხვიჩასთან ფსიქოლოგიურ ასპექტზე ბევრს მუშაობს. “გასულ სეზონში ხვიჩა ყველამ აღიარა და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა როდესაც მატჩებში გოლების გატანას ვერ ახერხებს, კრიტიკის ობიექტი ხდება. იცით, ეს ისტორია არავინ იცის, “კალიარისთან” მატჩამდე მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, […]

ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ომის 72-ე დღე ახლო აღმოსავლეთში. ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სამხრეთით, ხან იუნისის აღმოსავლეთით, ბანი სუჰეილას დაარტყეს. მუნიციპალიტეტი ღაზის სექტორის მეორე ქალაქი და ჰამასის დასაყრდენია. ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე ორი შეტევა განახორციელეს ხან იუნისის რაიონში. ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ელ-ბალახზე კი, თავდასხმების […]

კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. ბავშვების განწყობაზე ზღაპრების გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. კასპი წელს განსაკუთრებით ხვდება ახალ, 2024 წელს – ქალაქი საახალწლო განათებებით ირთვება. პრემიერის გადაწყვეტილებით, კასპს საახალწლო ილუმინაციებიც გადაეცა. ქალაქში დაგეგმილია გრანდიოზული კონცერტიც.

“ვეტერინარიის პროფესიულ პროგრამაზე მოთხოვნა მაღალია”- რუსუდან გიგაშვილი

„საქართველოს სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – გასულ კვირას პარლამენტში, 10 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს და დოკუმენტიც წარადგინეს. დოკუმენტში მიმოხილულია 2012-2022 წლებში, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები. “მომავლის ფერმერის” დამფუძნებელი რუსუდან […]

„თბილისი ენერჯი” – კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს. „ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ მიწის გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. „ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელელი სამხედროების მიერ ღაზაში ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად.

პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის შემაჯამებელი სათემო ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა […]