ბრიუსელში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში (THÉÂTRE NATIONAL WALLONIE), ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საღამომ ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. ევროპელი მაყურებელმა იხილა 75-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედება, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის […]

“ოკუპანტებისთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო” | დაუცველი საოკუპაციო ხაზი და რუსების პირისპირ, მარტო დატოვებული მოსახლეობა

დაუცველი საოკუპაციო ხაზი და ოკუპანტების პირისპირ, მარტო დატოვებული მოსახლეობა – მცხეთა-მთიანეთში, იქ სადაც რუსმა ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის მანიშნებლები ბანერების აღმართვა დაიწყეს, ქართული საპოლიციო ძალები არ არიან. შესაბამისად, ოკუპანტები საკუთარი გეგმის სისრულეში მოყვანას ყოველგვარი ბარიერების გარეშე ახერხებენ. “ოკუპანტებისთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო. განსაკუთრებით კი მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში და ზემო რაჭაში. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, სადაც ჩვენ რამდენიმე […]

ნარიშკინი ამტკიცებს, რომ აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში “მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და მისი “სატელიტები” ცდილობენ, გაყინონ დნესტრისპირეთისა და სხვა კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე, გახსნან “მეორე ფრონტი” აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. “პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობისას, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ცდილობენ დნესტრისპირეთის კონფლიქტი გალღობას, მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში არასტაბილურობის სტიმულირებასა და […]

ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლომ კარდინალ ანჯელო ბეჩიუს პატიმრობა მიუსაჯა

კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი კარდინალი ანჯელო ბეჩიუ, ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლომ, გაფლანგვაში გაასამართლა და ხუთ წელიწად-ნახევარი პატიმრობა მიესაჯა. იტალიელი პრელატის ადვოკატის თქმით, თავისი კლიენტი უდანაშაულოა და გასაჩივრებას აპირებენ. 10 ბრალდებულს ბრალი ედებოდა თაღლითობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებაში. ბეჩიუ, ისევე როგორც სხვა ბრალდებულთა უმეტესობა, გაასამართლეს. ხოლო სხვები გაამართლეს. სასამართლოს პრეზიდენტს ჯუზეპე პიგნატონს […]

კანდიდატის სტატუსი ძალიან გრძელი გზის დასაწყისია და არა რაღაც დასრულებული ეტაპი – ირაკლი ქადაგიშვილი

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის, მომდევნო ეტაპი 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა, რომლის შემდეგაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, განაცხადი უნდა გააკეთოს. ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმა. მმართველი გუნდის მიზანია, საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა, რეკომენდაციების შესრულებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. თუმცა ერთსულოვნება […]

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფოდ, დახმარება სჭირდება. “მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი […]

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები და სიგელები, ამბროლაურის, ბათუმის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ფოთისა და ქუთაისის, ასევე, დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ. 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 ნომინაციაზე 67 განაცხადი იყო წარდგენილი. აღნიშნულ პროგრამა, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ხორციელდება.

მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე მცხეთაში. ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. ილუმინაციები ქალაქს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში, მცხეთის ცენტრში გაიმართა ჯგუფ “რეზო და ბავშვების” კონცერტი, ასევე წარმოდგენილი იყო საახალწლო გასართობი შოუ პროგრამაც.

“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც – საერთაშორისო ზეწოლა – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც საერთაშორისო ზეწოლა”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებთან საუბრისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე. “მინდა, ნათლად ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, მივდივართ […]

“ოცნება თუ სინამდვილე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა

“ოცნება თუ სინამდვილე“ – ამ სახელწოდებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართა. “ოცნება თუ სინამდვილე” გამოჩენილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, მუსიკოსის, პოეტისა და მთარგმნელის, ინოლა გურგულიას ამავე სახელწოდების კინოსცენარის მოტივებზე შეიქმნა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლი ინოლა გურგულიას დაბადებიდან 95-ე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში მონაწილეობენ, როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები, ისე – ბავშვები, მათ შორის, […]