გვარამია: ვთხოვ საზოგადოებას, მედიას, ბიზნესმენებს არხს გამოსავალი აპოვნინეთ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი არხის ყოფილი დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია მთავარ არხში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის მოუწოდებს დამფუძნებლებსა და საზოგადოებას, რომ არხს გამოსავლის პოვნაში დაეხმარონ. ასევე, გვარამიას ცნობით, მთავარი არხის დირექტორად გიორგი გაბუნიას დანიშვნაზე, ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა. “მინდა მოგიყვეთ მთავარ არხში მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორედ კი, ჩემს ყოფილ პარტნიორზე და მის ერთ […]
ელჩი: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ზღუდავს

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას ზღუდავს. ეს განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრმა დევიდ ლამმა მიიღო. ელჩის განმარტებით, ურთიერთობების შეზღუდვა ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ასევე, იზღუდება სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, პოლიტიკური შეხვედრები და ურთიერთობა. “ბოლო ორი კვირის განმავლობაში […]
პენტაგონი ადასტურებს უკრაინაზე რუსული „ორეშნიკით“ მორიგი დარტყმის შესაძლებლობას

რუსეთმა უკრაინას უახლოეს დღეებში შესაძლოა, ისევ შეუტიოს ახალი ბალისტიკური რაკეტით „ორეშნიკი“. ამის შესახებ 11 დეკემბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა საბინა სინგჰმა. პენტაგონის ვარაუდი დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. მანამდე ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ […]
გვარამიას თქმით, კონფლიქტის დაწყებამდე ნატო ჩხეიძემ “ახალის” სიაში 3 დეპუტატის ჩასმა მოსთხოვა – Netgazeti • მთავარი არხი • ნიკა გვარამია • Netgazeti.ge

მთავარი არხის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხის ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ოქუაშვილი კონფლიქტის დაწყებამდე “ახალის” საპარლამენტო სიაში 3 ადამიანის ჩასმას ითხოვდა. როგორც გვარამია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნიკა გვარამიას წერილს “მთავარ არხზე” მიმდინარე მოვლენებზე უცვლელად გთავაზობთ: “მინდა მოგიყვეთ ‘მთავარ არხში“ მიმდინარე მოვლენებზე, უფრო სწორად კი, […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე განხილვას. კანონპროექტით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ახლებურად განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურები. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. […]
სპორტის კომიტეტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხზე მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების – კულტურის სამინისტროს და სპორტის სამინისტროს შექმნას, კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. მომხსენებელმა კანონპროექტი მუხლობრივად […]
GCCA-ის მიერ მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, www.mihouse.ge-ს უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება – მოვაჭრის მხრიდან გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით – 1 კვირის პერიოდში. ინფორმაცია გავრცელდა როგორც „მიჰაუსის“ Facebook გვერდზე, ასევე სატელევიზიო ეთერის საშუალებით. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია – დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული

საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. „ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები […]
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში” ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკანონმდებლო პაკეტი კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა წარუდგინა. „პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის […]
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას. კანონპროექტით ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას. ცვლილების თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავალი/მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად დღეს მოქმედი 15 პროცენტისა, ხოლო აღნიშნული პირების მიერ გადახდილი […]