ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება

ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) UN Comtrade-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 2000 – 2023 წლებში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასებს და ექსპორტის მოცულობებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ქართული ღვინის ყველაზე დაბალი საშუალო საექსპორტო ფასი არის პოლონეთში, იგი შეადგენს 6.78 ლარს, აქ ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,7% გადის. […]
დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას — ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო მიიღო. ჰერჩინსკის თქმით, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან სთხოვეს მისვლა. „მე დიპლომატი ვარ. ჩემი როლია, კომუნიკაციის არხები ყველასთან იყოს ღია, ყველას ვესაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს არაღიარებას. ყველას ვხვდები და ველაპარაკები. მე ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმები. ასევე ვესაუბრები იმ […]
ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – გარკვეული პასპორტის მქონეთათვის უვიზოს შეჩერება, სანქციები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კვლავ ამბობს, რომ ბრიუსელში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოსთან მიმართებით “სხვადასხვა ზომები შეთანხმდეს”. ამ კონტექსტში, ის გარკვეული პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმისვლის შეჩერებასა და სანქციების დაწესებაზე საუბრობს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და იმედს გამოთქვამს, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, დაასანქცირონ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. “ახლა, როცა […]
ეკა გიგაური – ევროპარლამენტარებს გავაცნობთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში და ვინ არიან ამაზე პასუხისმგებელი პირები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს აცნობებენ, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში და ვინ არიან ამაზე პასუხისმგებელი პირები. გიგაურის განმარტებით, მათი მთავარი გზავნილია იქნება ის, რომ საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. „იცით, რომ დღეს ქართულ სამოქალაქო სექტორს შეხვედრა აქვს ევროპარლამენტის დელეგაციასთან […]
ოპოზიციური პარტიები – არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად – ვაფასებთ საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს

არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში – ვაფასებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, რომლის შინაარსიც საზოგადოებას „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გააცნო. […]
ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა – ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ

უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი […]
რასა იუკნევიჩიანე – გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია – ევროატლანტიკური გზისთვის

ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, 7 ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრს ნიშნავს, რადგან გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია – ევროატლანტიკური გზისთვის, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან […]
მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას – რა გადაადგილებაც არ უნდა იყოს მთავრობაში, ეს მუხტს არ დააგდებს, პირიქით

ჩვენ და საზოგადოება არ ვდგავართ იმისთვის, რომ რაღაც თანამდებობების და ბიძინა ივანიშვილის მონური კონფიგურაციის ადამიანების გადაადგილებას ვაპროტესტებდეთ, ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოში არჩევნების მიტაცებას და შემდეგ, ქვეყნის კურსის შეცვლას – რა გადაადგილებაც არ უნდა იყოს მთავრობაში, ეს მუხტს არ დააგდებს, პირიქით და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, რაც ქვეყნის მშვიდობიანი გზის გასაგრძელებლად ერთადერთი სწორი გამოსავალია,- ამის შესახებ […]
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოზე პოსტევროპის ერთიანი პოზიცია შეიმუშავეს, რითაც ქვეყნები წარდგებიან მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესზე, რომელიც 2025 წელს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაიმართება. ასევე განიხილეს ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის […]
“რეჟიმის არცერთი მსხვერპლი არ დარჩება სათანადო ზრუნვის, ხოლო არცერთი მოძალადე უმკაცრესი სასჯელის გარეშე”– 3 პარტიის განცხადება

სამი პოლიტიკური გაერთიანების – კოალიცია “ცვლილებებისთვის”, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” და კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დახურულ კარს მიღმა აუდიენცია დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კუპრაძემ სამი ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი განცხადება გააჟღერა. ხელისუფლების ოპონენტები “ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში 14 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ”. ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და […]