ბულგარეთი და რუმინეთი 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან ევროკავშირის საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს კონტროლი ბულგარეთისა და რუმინეთის სახმელეთო საზღვრებზე 2025 წლის 1 იანვრიდან. „ეს არის ისტორიული მომენტი საბოლოოდ მივესალმოთ ბულგარეთსა და რუმინეთს, როგორც შენგენის ზონის სრულუფლებიან წევრებს. ამ წევრ სახელმწიფოებთან და მათ შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე პირების შემოწმების გაუქმება უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი […]
(ვიდეო) – რუსთაველი გადაკეტილია – ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულების მსვლელობა

დღეს, დღის 14 საათისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულები მსვლელობას მართავენ და აპროტესებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმებს, მათ ცემასა და წამებას. ისინი ითხოვენ უკანონოდ დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს. ვიდეოს ალექსი თოლორდავა ავრცელებს: http://
სერგეი ლაგოდინსკი – ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, ვის მხარეს ვართ – სანქციები შეიძლება პასუხი იყოს

სანქციები შეიძლება პასუხი იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ (გერმანია) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ და აქ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს, ხალხის, ვინც ქუჩებში გამოდის და ჩვენ აქ ამიტომ ვართ. თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იაპონიაში, ოსაკას საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (World Expo 2024 in Osaka, Japan) სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და ვიზიტორებს სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა მიერ განხორციელებული უნიკალური, მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის […]
აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს – მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს – „მთავარსარდლის“ არალეგიტიმურ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა მოახდენს აფხაზეთის ა/რ-ის ისედაც რეპუტაციაშელახული ინსტიტუციების ძირეულ დისკრედიტაციას

მოგიწოდებთ, დადგეთ ისტორიის სწორ მხარეს, არ მიიღოთ მონაწილეობა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგმულ ფარსში, გაემიჯნოთ ამ უკანონო პროცესებს, – ამის შესახებ ნათქვამია პეტიციაში, რომლითაც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს მიმართავს. „აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო მიმართვა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 1991 წელს არჩეულ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, მოგენიჭათ […]
ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი – არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ექცევა

ჩვენ აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში და ეს განსაკუთრებული მომენტი არის ის, თუ როგორ ექცევა ეს ხალხი – ეს პარტია „ქართული ოცნება“ და უშიშროების აპარატი და არაოფიციალური სამხედრო ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ ეს ართულებს სიტუაციას, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს […]
მოქალაქე, რომელსაც 10 ნოემბერს, საპატრიარქოსთან გზის გადაკეტვას ედავებიან, აცხადებს, რომ აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა

მოქალაქე გიორგი მამისაშვილი, რომელსაც 10 ნოემბერს, საპატრიარქოსთან გზის გადაკეტვას ედავებიან, აცხადებს, რომ აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო როგორც გიორგი მამისაშვილის, ასევე კიდევ 10 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს. „ვიყავი საპატრიარქოსთან, ველოდებოდი „მარშუტკას”, მინდოდა სახლში წასვლა. დავაშავე, რომ საერთოდ საპატრიარქოსთან მოვხვდი? რა ვქნა. საპატრულოს იუსტიციასთან ჰქონდა გზა გადაკეტილი, […]
კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, Mihouse-მა სააქციო პერიოდში მომხმარებლის უფლებები დაარღვია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს“ (www.mihouse.ge) უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინა.
წელს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავლები 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს – Galt&Taggart

წელს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავლები 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს – Galt&Taggart 2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზრის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული. „2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე […]
ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება

ქართულ ღვინო ყველაზე დაბალ ფასად პოლონეთში და რუსეთში იყიდება ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) UN Comtrade-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 2000 – 2023 წლებში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასებს და ექსპორტის მოცულობებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ქართული ღვინის ყველაზე დაბალი საშუალო საექსპორტო ფასი არის პოლონეთში, იგი შეადგენს 6.78 ლარს, აქ ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,7% გადის. […]