“არ შეგვეძლო ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე წყნარად გვეკეთებინა” – IT/TECH-სპეციალისტების გაფიცვა

“ვაპროტესტებთ რუსული ხელისუფლების მოქმედებებს”, – ამის შესახებ IT/TECH კომუნის წევრები აცხადებენ. IT და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ. ისინი სამსახურებში წასვლის ნაცვლად, ორი დღის განმავლობაში, პროტესტს გამართავენ. მათი განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საქართველოს რუსეთისკენ მიჰყავს. “ამ პროტესტის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, ადამიანების ჩაგვრა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს იქნება ევროინტეგრაციისა თუ ადამიანის უფლებების […]

სახელმწიფომ „გასკო +“-ს სენაკის რამდენიმე სოფელში უძრავი ქონება ₾2.95 მილიონად გადასცა

სახელმწიფომ კომპანია „გასკო +“-ს, რომელიც სენაკის გაზმომარაგებაზეა პასუხისმგებელი, სენაკის რამდენიმე სოფელში უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2 952 204 ლარად გადასცა. მთავრობის 2 დეკემბრის განკარგულების მიხედვით, სენაკის სოფლებში რეკაში, ეკიში, გოლასკურში, მუხურ-ხორგიში, საგუნიოში, საცხვიტიოსა და საადამიოში, 9 უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ თანხის გადახდა 2032 წლიდან უნდა დაიწყოს და ბოლო გადარიცხვა […]

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე ილუმინაციების მონტაჟი ცოტა მოგვიანებით დაიწყება. „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით […]

დღესასწაულებზე, მთელ მსოფლიოში იტალიური ცქრიალა ღვინოების რეკორდული რაოდენობა გაიხსნება – Wine News

იტალიის მეღვინეთა ასოციაციასთან არსებულმა იტალიური ღვინის ობსერვატორიის L’Osservatorio del Vino-ს ექსპერტებმა, გამოთვალეს, რომ საახალწლო და საშობაო არდადეგებზე იტალიაში და მთელ მსოფლიოში გაიხსნება რეკორდული რაოდენობით იტალიური ცქრიალა ღვინო – 355 მლნ. ბოთლი, რაც 7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ Wine News იუწყება. ორგანიზაციის პროგნოზით, საახალწლო არდადეგებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ 251 მილიონი ბოთლი გაიხსნება (პლუს 9% […]

“პატრულს ვკითხე, როგორ წავიდე რუსთავის მიმართულებით–თქო და კანონი დაარღვიეო”– გაოგნებული მოქალაქე მოსამართლეს

კაცს, რომელიც 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციების გამო ჩაკეტილი გზის გახსნას ელოდებოდა, გზის გადაკეტვას ედავებიან – 43 წლის გიორგი მამისაშვილი განსასჯელის სკამზე ზის. საქმეს ამ წუთებში მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს. მოქალაქე ირწმუნება, რომ მაშინ, როცა დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიდიოდა, თავად საპატრიარქოსთან იდგა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდა სახლში დასაბრუნებლად, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ საპატრულო პოლიციისთვის დასმული კითხვა […]

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8512 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]

ვაკეში პოლიციამ დააკავა რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა – აქტივისტი

12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პოლიციელებმა აიყვანეს მოქალაქე ვატო ბჟალავა, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, – იუწყება მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი. ნათია ჩიქოვანის ცნობით, ბჟალავა „გაიტაცეს“ ძაღლის გასეირნებისას: „ძაღლი ხეზე მიაბმევინეს და სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს“, – წერს ის. მისი თქმით, ახლობლები აზუსტებენ ბჟალავას ადგილსამყოფელს. მეგობრის თქმითვე, ოჯახის […]

კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა

„ქართულმა ოცნებამ“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას დაუჭირა მხარი. შესაბამისი კანონპროექტის მიღების მომხრე 87 დეპუტატი იყო. კანონპროექტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებებად 2025 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდება. კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთმანეთისგან გამიჯვნა „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინათ გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე 2024 წლის 18 ოქტომბერს მიაწოდა, როცა დაასახელა […]

ევროპარლამენტარები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

ევროპარლამენტარები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. როგორც ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრის წინ მედიას განუცხადა, ევროპარლამენტარების ჩამოსვლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, რადგან ქვეყანა „ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია შესული“. „ვიცით, რომ ორშაბათს ევროკავშირი სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე ამ დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია შესული და […]

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება. როგორც კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო […]