საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 7 მლნ-მდე გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 6 908 493 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 70%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. სტატისტიკური […]
ქუთაისში საპროტესტო აქციაზე კარვებს შლიან

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები კვლავ მერიის წინ იკრიბებიან, სადაც ამ წუთებში კარვებს შლიან. მათი თქმით, აქციები ყოველდღიურად გრძელდება, წვიმამ, ხელი რომ არ შეუშალოთ, ადგილზე მისული ადამიანები, დროებით კარვებს შეაფარებენ თავს. თბილისის მსგავსად, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, მეთხუთმეტე დღეა მერიასთან იკრიბებიან, საიდანაც ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და აქციაზე დაკავებულთა […]
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად – დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს

დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. “დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია კონკრეტულ […]
“ვეტერანებო, ხვალ ჩვენც უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი”– გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ვეტერანებო, ვინც პირველებმა აიღეთ ხელში იარაღი რუსების წინააღმდეგ და დღემდე არ გაგნელებიათ ბრაზი, ხვალ ჩვენც უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი, მარშით გავიაროთ გმირთა მოედნიდან თვითმარქვიათა პარლამენტამდე, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენ მომავალს. დაუკავშირდით ერთმანეთს, დავორგანიზდეთ. დრო შევათანხმოთ. საღამოს ვიგებდტ და დილით სოხუმში ვიყავით. ამჯერადაც მოვასწრებთ. ველოდები თქვენ გამოხმაურებებს. ყველა ყოფილ ჯარისკაცს ველოდებით.
აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი შეიქმნა

საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი, MNT შეიქმნა. ამის შესახებ აპლიკაციის შემქმნელი ნიკა შელია Linkdin-ზე წერს. MNT პლატფორმაზე პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან მობილურით შეიძლება, რაც საშუალებას იძლევა ბოტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გაიფილტროს. “გამარჯობა მეგობრებო! შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ […]
“კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში”- ვის მიმართავს ია ფარულავა

სოციალურ ქსელში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, კუბოს დაწვას მსახიობი ია ფარულავა ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. “მოკლედ, მეგობრებო.კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში და მრავალი ვერსიაა ასეთი გამოსახულებების. ცხადია, სრულიად არაკანონიკურია და ქრისტიანულ არცერთ კონფესიაში არ ჯდება. ალიბაბა კომ-ზე უამრავ მსგავს კუბოს ნახავთ გასაყიდს.კრება დახურულია.ნუ მისტირით, ქოცებო, თემუდან გამოწერილ ფიცრებს . კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ […]
ლონდონში, “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

მთავარი არხის ინფორმაციით, ლონდონში ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის ირაკლი რუხაძის კომპანია “ჰანველ პარტნერსის” საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა ისაუბრა. ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი საყრდენი ქვეყანაში რუხაძის ტელეკომპანია “იმედია”. გამოძიების მოთხოვნის საფუძვლად კი რუსული ნარატივების […]
TV იმედი საინფორმაციო–პოლიტიკური დეპარტამენტის მემონტაჟეების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროტესტის ნიშნად დატოვა – მედია

მთავარი არხის ცნობით, “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის, მემონტაჟეების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ზვიად ბარათელმა ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბარათელმა განცხადება დაწერა, რომ არ ეთანხმება სარედაქციო პოლიტიკას.
ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული EU-ს დელეგაციის წევრები თბილისში მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან – ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე საღამოს 21:00 საათზე გამოჩნდებიან და ქართველი ხალხის გვერდით დადგებიან. ევროპელი პოლიტიკოსები სოლიდარობას გამოუცხადებენ და მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ ევროპული მომავლის მცველების მიმართ, რომლებიც ბოლო 14 დღეა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და ე.წ. ტიტუშკების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლები არაერთხელ გახდნენ. ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია […]
ბრიტანელი პარლამენტარი ირაკლი რუხაძის კომპანიის სანქცირებას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ლეიბორისტმა წევრმა ბლერ მაკდუგალმა ტელეკომპანია “იმედის” პროპაგანდისტული საქმიანობის შესაჩერებლად, მისი მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის მიმართ სანქციების გატარების საკითხის დაყენების შესახებ გააკეთა განცხადება. მაკდუგალმა კითხვით მიმართა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაერთიანებული სამეფო გმობს ძალადობას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე მიიჩნევს, […]