დანიის საგარეო მინისტრი: დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ

საჭიროა სასწრაფო საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დანია პარტნიორებთან კონკრეტულ ზომებზე მუშაობს.

“საპატრიარქომ უყურა ნაცემ ბავშვებს, გამწარებულ დედებს, ქაშვეთში შევარდნას და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვა დაინახა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საპატრიარქომ უყურა ნაცემ ბავშვებს, დაჭერილ ახალგაზრდებს, გამწარებულ დედებსაც უყურა, დაკავებულების დამცირებას და ძარცვასაც. ნიღბიანები რომ ქაშვეთში შევარდნენ ამასაც , სახლის კარებამდე მისულ სპეცრაზმელებსაც და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვა დაინახა. ვიფიქრებდი, რომ ფიტულების დაწვაზე რეაგირებენ მაგრამ გამახსენდა, იგივე ვერ დაინახეს 2012ში. გარუსებული ქართველი უფრო საშიშია, ვიდრე რუსი თავად.

საბერძნეთში, ტურისტებისთვის გადასახადები მნიშვნელოვნად გაიზრდება

საბერძნეთში ტურისტული გადასახადები 2025 წლიდან საგრძნობლად გაიზრდება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე იმედოვნებს მთავრობა იმ ზარალის კომპენსირებას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიზიტორთა ნაკადი აყენებს ისტორიულ ადგილებსა და ბუნებას. ტურისტები ახალი წლიდან დღიურ გადასახადს 2 ევროს გადაიხდიან მოქმედი 0,5 ევროს ნაცვლად, მაღალ სეზონზე კი – 8 ევროს 1,5 ევროს ნაცვლად. საკრუიზო გემების მგზავრებისთვის კი 20 ევრომდე გადასახადი შემოვა (ზუსტი […]

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან – კინემატოგრაფისტები

საქართველოს კინოაკადემიის წევრები და კინემატოგრაფისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს. განცხადებაში, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, წერია, რომ მმართველი პარტია “ქართლი ოცნება” არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მკაფიო პოზიცია: […]

უკრაინაში 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს

უკრაინის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ ცნეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური (სბუ). სპეცსამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვოლოდინი უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებაში. სბუ მას „კრემლის ხელმძღვანელის ნდობით აღჭურვილ პირს“ უწოდებს. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ბრალად ედება ის, რომ […]

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა იზრდება, ტრანსპორტით გზის გადაკეტვა ჯარიმის გარდა, 1 წლით მართვის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს – მანიფესტაციებისას ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე, ორგანიზატორებისთვის კი 15 000-მდე იზრდება

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან – 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. კერძოდ, […]

“უსინდისოებო, ნუ აგიჟებთ მაგ ქალს! ისედაც აჭრილია!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი: ნუ აგიჟებთ მაგ ქალს! 29 დეკემბრიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ იქნება: მას არ ექნება საბიუჯეტო დაფინანსება, არ ეყოლება ადმინისტრაცია, არ ეყოლება სახელმწიფო დაცვა და 30 დეკემბრიდან ჩაითვლება კანონდამრღვევად, თუკი თვითნებურად დაიკავებს სტრატეგიულ ობიექტს – პრეზიდენტის რეზიდენციას. მაინცდამაინც კინწისკვრით უნდა გამოაგდებინოთ ან ბადრაგით გამოაძევებინოთ?! უსინდისოებო, ნუ აგიჟებთ მაგ ქალს! ისედაც […]

ფიფას საერთაშორისო მსაჯების სია 2025 წლისთვის ცნობილია

ფიფამ დაადასტურა მსაჯთა სია, რომლებსაც 2025 წელს ფიფას მსაჯის სამკერდე ნიშნის ტარების უფლება ექნებათ. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს შეუერთდნენ ალეკო აფუციაური და გიორგი ავაზაშვილი, ხოლო საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტების რიგებს ელენე ელოშვილი და სოფიკო რიჟამაძე შუერთდნენ. საერთაშორისო კატეგორიის ვიდეო მსაჯი გახდა ბაკურ ნინუა. ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსი): “მეტად მოხარული ვართ ქართული ფეხბურთის წინსვლითა და ეროვნული […]

რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ

მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” (IPI) გლობალური ქსელისა და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. “ჩვენ, მკაცრად ვგმობთ მიზანმიმართულ, განზრახ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ საქართველოში ახლანდელი პროტესტების ტალღის პერიოდში. პროტესტი გამოიწვია 28 ნოემბერს […]

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, – ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში. 22-ე […]