„დანია და პარტნიორები კონკრეტულ ზომებზე მუშაობენ“ — დანიის საგარეო საქართველოზე

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებაა საჭირო საქართველოში ძალადობის შესაჩერებლად. „საერთაშორისო მოქმედება სწრაფადაა საჭირო, რათა შეჩერდეს სასტიკი ძალადობა ქართველი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, დამნაშავეებმა კი პასუხი აგონ. დანია, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ ზომებზე“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ (96 კგ.) წარმატებით იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში ოქროს, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა! დავითაძემ ატაცში 171/175/177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა! მან აკვრაში დაძლეული 200/206/ 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის […]
სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია საჭირო – დანიის საგარეო მინისტრი საქართველოზე

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელი სასწრაფო ზომების მიღება. „საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სასწრაფო საერთაშორისო ზომების მიღება“, – აცხადებს ის. „დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად“, – წერს იგი X-ზე 12 […]
თემთა პალატაში „იმედის“ მფლობელი რუხაძის ბრიტანული კომპანიის გამოძიების საჭიროებაზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში 12 დეკემბერს ახსენეს საქართველოში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციები და წამოაყენეს იდეა, განიხილონ გამოძიების დაწყების შესაძლებლობა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელი კომპანიაც ბრიტანეთშია დაფუძნებული. ეს საკითხი წამოსწია თემთა პალატის წევრმა, შოტლანდიელმა ლეიბორისტმა, ბლერ მაკდუგალმა. მან თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა: „იმის გათვალისწინებით, რომ ფართო ყურადღება ექცევა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევას, მაინტერესებს, […]
ცეხის დირექტორთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებების გადადებას – სასადილო ცეხში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ცეხის დირექტორთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალ წელთან დაკავშირეგული ღონისძიეგების გადადებას – ამის შესახებ განცხადებას, სასადილო ცეხში ავრცელებს. “ჩვენ, როგორც მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ვდგავართ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ. ახალ წელს არ ვიზეიმებთ მანამ, სანამ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან სახლში და სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ქვეყანაში […]
თამბაქოზე აქციზის ზრდის შედეგად სიგარეტი შესაძლოა, 30-40 თეთრით კიდევ გაძვირდეს – ექსპერტი

თამბაქოზე აქციზის ზრდის შედეგად სიგარეტი შესაძლოა, 30-40 თეთრით კიდევ გაძვირდეს – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტმა („ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ ყოფილმა კორპორატიულმა დირექტორმა) ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა. „კონვენციურ სიგარეტზე აქციზის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სიგარეტების ფასზე, ასევე ელექტრონულ სიგარეტზე. ფასი დამოკიდებული იქნება ბრენდზე და კონვენციური სიგარეტის შემთხვევაში იქნება 30-40-თეთრიანი […]
საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავლები 2028 წელს 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს

საქართველოში FMCG ბაზარი მოსალოდნელია, რომ წლიურად 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში და 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს 2028 წელს – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზარის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული. „FMCG ბაზრის ზრდის წარმართველო ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. FMCG სექტორი ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022-23 წლებში“, […]
პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტად, უკვე მე-15 დღეა მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. დღეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან იკრიბებიან, სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, 21:00 საათზე, […]
ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო – გადაკეტილია გამსახურდიას ქუჩა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გამსახურდიას ქუჩაზე – საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას საჯარო სექტორის თანამშრომლებიც უერთდებიან. შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. “წვიმის და სიცივის მიუხედავად, ბათუმი მაინც გამოვა და გააპროტესტებს ძალადობას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას. გამოსავალი ერთია, […]
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა იზრდება, ტრანსპორტით გზის გადაკეტვა ჯარიმის გარდა, 1 წლით მართვის უფლების შეჩერებასაც გამოიწვევს – მანიფესტაციებისას ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე, ორგანიზატორებისთვის კი 15 000-მდე იზრდება

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან – 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. კერძოდ, […]