“25 წლის ბიჭს დანა გამეტებით ,რამდენჯერმე ჩაარტყა“ – რას ყვებიან სენაკში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები?

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი პირი. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.”25 წლის ბიჭს დანა გამეტებით ,რამდენჯერმე ჩაარტყა…პოლიციამ დააკავა ცოტა ხნის წინ”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ

თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ. მანანა ყაზაიშვილს ოჯახის წევრები 14 მაისის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ. მანანა ყაზაიშვილი 14 მაისს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე სახლიდან, გოგებაშვილის ქუჩიდან გავიდა და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალს ჯანმრთელობისა და მეხსიერების პრობლემები არ აქვს. 68 წლის მანანა ყაზაიშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი […]
გაიწვიეთ ეს კანონი – დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში – პაველ ჰერჩინსკი

“გაიწვიეთ ეს კანონი. დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს იმ შედეგების შესახებ, რაც გარკვეული კანონების მიღებას შეიძლება მოჰყვეს. “ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებაზე 70-მდე შეტყობინება მივიღეთ, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება. […]
რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა,- ამის შესახებ სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა. ”18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა,” – წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე. სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მანამდემ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ […]
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ცნობით, 19 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით“ – 2024 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან […]
“ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ და ასხამენ სპრეის” – გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ მას შვილის ფოტოს შეხედვისაც კი რცხვენია “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო. გიგა ოთხოზორიას დედამ განცხადება მისი შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე, მის საფლავზე გააკეთა და თქვა, რომ სამართალდამცავები დღეს ებრძვიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს რუსეთისთვის დათმობას ეწინააღმდეგებიან: “ჩემი შვილის […]
საკონდიტრო “დონა” ბათუმში მესამე ფილიალს ხსნის

საკონდიტრო „დონა“ ბათუმში მესამე ფილიალს ხსნის. როგორც 21 წლის წინ შექმნილი ბიზნესის წარმომადგენელმა, თამილა ბეჟანიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” განაცხადა, ახალი ფილიალის გახსნა დაახლოებით ორ კვირაში იგეგმება. „ქალაქი ძალიან გაიზარდა, იზრდება ჩვენი საკონდიტროების მომხმარებელთა რაოდენობაც. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაემატა ძალიან მჭიდროდ დასახლებული ახალი უბანი, რამაც განაპირობა ის, რომ ამ ტერიტორიაზე, კერძოდ ინასარიძის ქუჩაზე 2 კვირის მანძილზე […]
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მათი განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, რომელსაც ქართველი ხალხის არასდროს შეეგუება. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ქართულმა […]
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და 8 კერძო სახლი. ასევე, ერთ-ერთი საწყობი, ავტოფარეხი და 4 კერძო მანქანა.