სიცილიაში საადრეო ვაზის ჯიშების რთველი დაიწო

საადრეო ვაზის ჯიშების რთველი სიცილიაში წინა სეზონთან შედარებით 10 დღით ადრე დაიწყო. იტალიელმა მწარმოებლებმა ყურძნის კრეფა წინა წლებთან შედარებით ადრე დაიწყეს. კომპანია Superpippo-მ სიცილიაში ყურძნის კრეფა 11 მაისს, ანუ წინა სეზონთან შედარებით 10 დღით ადრე დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლის, პიპო კაგიას თქმით, მოცულობა ამჟამად შეზღუდულია, საუბარია ათეულობით პადონზე, რომლებიც ყოველ მეორე დღეს გაიგზავნება შიდა და უცხოურ […]

უკრაინამ რვა ოლქში რუსების ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 37 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა 37-ვე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, სენაკში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ორი პირი

სენაკში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. სხვა დეტალები კი, ჯერჯერობით უცნობია.

ბაიბა ბრაჟე – ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლიმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში და აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი – მიმდინარე წელს გამოვლინდა 217 ახალი შემთხვევა

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა. „დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო […]

ბრაჟე: ლატვია მოუწოდებს საქართელოს მთავრობას, გაიწვიოს კანონი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში მასობრივი პროტესტები გამოიწვია და აშკარა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ გზას. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომ გაიწვიოს კანონი და გადახედოს თავის მიდგომას.

ლაშხი გლობალური ომის პარტიაზე: მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს

ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე ისაუბრა, რომლის წამყვანებიც ჟურნალისტები ემილი მეიტლისი, ჯონ სოპელი და ლუის გუდალი არიან. პოდკასტის ეპიზოდი რუსულ კანონს და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება. ლაშხმა გუდალთან ინტერვიუში გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”, მაგრამ თქვა, რომ არ იცის ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად […]

ერდოღანმა 1997 წლის გადატრიალებაში მონაწილე 7 გენერალი შეიწყალა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 1997 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 7 გენერალი შეიწყალა. შეწყალების ოფიციალური მიზეზი პატიმრების ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გენერლების გათავისუფლებისთვის იბრძოდა მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია. პარტიის თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის თქმით, გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ სამართლიანი იყო. 1997 წლის თებერვალში, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იმდროინდელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომის […]

იანვარ-მარტში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან $83,7 მლნ მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 29,7 მლნ ლიტრი, 83,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ამავე ცნობთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 54%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 48% შეადგინა. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 26% (1,6 მლნ ლიტრი), გერმანია – 31% (300 ათასი ლიტრი), აშშ – […]

“საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება” – ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა

გუშინ, 18 მაისს, მოსკოვის “სპარტაკმა” გვაუწყა, რომ კლუბი წარმოშობით ქართველ მცველ გიორგი ჯიქიას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ჯიქიას აგენტმა ვადიმ შპინევმა Match TV-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატებით “როსტოვი” ინტერესდება. – გაჩნდა ჭორები, რომ ჯიქია შესაძლოა, “როსტოვში” გადავიდეს, თანაც კარპინი მას კარგად იცნობს – გიდასტურებთ, საინტერესო წინადადებაა, მალე ამ […]