პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიადაზე იასპარეზებს

იაპონიაში პარამძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გიგა ოჩხიკიძემ, რომელმაც ბირთვის კვრაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ამ შედეგით ქართველმა პარასპორტსმენმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარალიმპიადაზე მედლებისთვის ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი – იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე გუნდურ ასპარეზობაშიც აქვთ მოპოვებული ლიცენზია. პარალიმპიურ […]
უცხო ნომრებიდან შემოსული ზარების საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 70-მდე განცხადება მიიღო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან, რომელიც შეეხება უცხო ნომრებიდან რეკვას, 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების მფლობელების გარკვევის და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე ეხმიანება ე.წ. მონაცემთა ბაზების […]
უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი “კოვროვეცი”

უკრაინის შეიარაღებული საზღვაო ძალების ცნობით, 19 მაისის ღამეს განადგურებულია რუსული სამხედრო ტრალერი კოვროვეცი. ტრალერი სპეციალური დანიშნულების სამხედრო გემია, რომლის მიზანი საზღვაო ნაღმების პოვნა და განადგურებაა. განადგურებული გემი მოდიფიცირებული იყო და საბჭოთა წინამორბედებისგან განსხვავებით თანამედროვე და მეტად სრულყოფილი ტექნიკით იყო აღჭურვილი. კოვროვეცის სიგრძე 61 მეტრია, ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა თითქმის 70 ადამიანს შეადგენს. ამ ეტაპზე რუსულ მხარეს […]
უცნობი ნომრებიდან ზარების შესახებ 10 განცხადება სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა – PDPS

უცნობი ნომრებიდან ზარების შესახებ 10-მდე განცხადება სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე. ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი […]
რუსეთი და ჩინეთი ახალ გაზსადენს ააშენებენ – პუტინი

რუსეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაფართოებას აპირებენ. ორივე ქვეყანამ დაადასტურა მათი ინტერესი Сила Сибири 2-ის გაზსადენის აშენების მიმართ, რათა რუსული გაზი ჩინეთში მონღოლეთის გავლით შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა. “სტრატეგიულად, რუსეთიც და ჩინეთიც დაინტერესებულნი არიან საწვავის და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებით და კომპანიები შეთანხმდებიან განხორციელების გზებზე. Сила Сибири 2-ის […]
ოპერატორებისგან ნომრების კუთვნილება გამოვითხოვეთ – მონაცემთა სამსახური უცნობ ზარებზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, უწყებამ მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. “ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო […]
პარლამენტში ხვალ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს “საგადასახო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან […]
სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს – ოთო აბესაძე

სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანქცირდება: სანქცირებული მთავრობის პირობებში ყველანაირი საერთაშორისო კორპორაცია შეწყვეტს თანამშრომლობას და ქვეყანში აღარ შემოვა მსხვილი დასავლური ინვესტიციები. საქართველოში შეჩერდება ERASMUS (სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები ევროკქვშირში), USAID, […]
ალკოჰოლური სასმელების 5 კომპანიის ნიმუშებში დარღვევა აღმოჩნდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო კონტროლი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 3 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 3 ნიმუშიდან დარღვევა არცერთში აღმოჩენილა. ამავე ცნობით, განხორციელდა 220 საინსპექციო კონტროლი, 50 კომპანიაში აღებული 534 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 5 კომპანიის 7 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS Georgia“ მიერ შემოწმებულ 16 კომპანიაში აღებული 39 ნიმუშიდან […]
საქართველოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

„გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით“ – ამ დევიზით აღნიშნავს მსოფლიო 2024 წელს მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნა. მათ პატივი მიაგეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, აანთეს სანთლები და სიმბოლურად წითელი საჰაერო ბუშტები გაუშვეს. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ცნობით, საქართველოში, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებულია […]