პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრისპირა მდინარეებზე ელექტრონული ბარიერების მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრისპირა მდინარეებზე ელექტრონული ბარიერების მშენებლობა დაიწყო. მოძრაობის სენსორები მონიტორინგს გაუწევენ საკონტროლო ზოლის გადაკვეთას. ვარაუდობენ, რომ ბარიერის სიგრძე იქნება 47 კილომეტრი… ბარიერი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებით, კერძოდ, სენსორებით და დღის და ღამის ხედვის კამერებით. 2022 წელს პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის მთელ სიგრძეზე, მდინარე ბაგის გასწვრივ მონაკვეთის გამოკლებით, აღმართა 186 კმ სიგრძისა და 5,5 მეტრის […]

Newsweek-ის სტატია: დაპატიმრებული სააკაშვილი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს

“პუტინის “შურისძიება”: საქართველოს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს”, – ამ სახელწოდებით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Newsweek, რომელიც მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს მოიცავს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოში რუსული კანონის წინააღდეგ მასშტაბური გამოსვლები და კანონის მოწინააღმდეგეების მოსაზრებები, რომ ეს კანონი ქვეყანას რუსეთთან აახლოვებს და დასავლეთს – აშორებს. სააკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ამ კანონით კრემლი ყველანაირ სარგებელს […]

მამარდაშვილს სამი გაუტანეს – “ვალენსია” “ჟირონას” ვერ გაუმკლავდა

ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ სახლში აშკარად უფრო მაღალი კლასის „ჟირონასთან“ 1:3 დამარცხდა. თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და შანსები გამოიყენეს. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთი გოლის გატანა პენალტით პეპელუმ შეძლო. გაშვებულ გოლებში გიორგი მამარდაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება, რამეთუ ორი ახლო მანძილიდან გაუტანეს, ერთი კი ავტოგოლი იყო. გიორგიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მისი […]

ნაძალადევის რაიონში 3 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში სამი ადამიანი დაჭრეს. ტაბულას ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს ელოდება.

თევზჭერის პროექტების თანადაფინანსებისთვის ₾14,7 მლნ დაიხარჯა – “აწარმოე საქართველოში”

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საზღვაო თევზჭერის მიმართულებით პროექტების თანადაფინანსების მოცულობამ 2024 წლის მარტის მონაცემებით, 14 678 844 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, სააგენტოს ბიზნეს უნივერსალის პროგრამას თევზჭერის მიმართულება 2019 წლიდან დაემატა. სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თევზჭერა-აკვაკულტურის მიმართულებით ამ დრომდე თანადაფინანსებულია 13 ბენეფიციარის 18 პროექტი. საკრედიტო საგარანტიო სქემით კი 12 ბენეფიციარის 15 […]

CNN – ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის

ზუსტი ადგილი, სადაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. „თავრიზის საჰაერო ძალების მე-6 საბრძოლო ბაზის ვერტმფრენები ვარზეყანის რაიონში ჩავიდნენ სამაშველო ოპერაციების განხორციელების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ეს ვერტმფრენები სამაშველო ჯგუფთან ერთად, ვერტმფრენის ავარიის ზონაში გაიგზავნა, სამწუხაროდ, ოპერაცია ჩაიშალა არახელსაყრელი […]

პრორუსული მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

ვითარება საქართველოში გულგასატეხია. ქართველი ხალხი თავისუფლებას განასახიერებს და განაგრძობს ამერიკელი ხალხის შთაგონებას. სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს, და აშშ მტკიცედ მოუწოდებს [მთავრობას] დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნებისკენ.

როგორია საქართველოში ფუტკრის ეკოპროდუქტების წარმოების პერსპექტივები

ცნობილია, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროს სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგენს, რომლის უვნებლობა ხშირ შემთხვევაში დიდ ეჭვებს ბადებს. სადღეისოდ კარდინალურად დგას საკითხი საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირობებში წარმოების აუცილებლობაზე. აღნიშნულის მისაღწევად საჭირო გახდა ბიომეურნეობების შექმნა. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ფუტკარი, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქციას ადამიანი იყენებს როგორც საკვები, ასევე […]

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს, მსგავსი ქმედება სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის. „წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში […]

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: პრორუსული მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის

ვითარება საქართველოში გულგასატეხია. ქართველი ხალხი თავისუფლებას განასახიერებს და განაგრძობს ამერიკელი ხალხის შთაგონებას. სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს, და აშშ მტკიცედ მოუწოდებს [მთავრობას] დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნებისკენ.