ულამაზესი გოლები… “იბერია 1999”-მა, “ტორპედომ” და “გაგრამ” მოიგეს [VIDEO]

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა და ჯამში 14 გოლი გავიდა. თან ძალიან ლამაზი გოლებიც. “გაგრამ” “თელავს” სძლია, ქუთაისის “ტორპედომ” ფოთის “კოლხეთი 1913”-ს აჯობა და “იბერია 1999”-მა ბათუმში მოუგო მოქმედ ჩემპიონ “დინამოს”. გაგრა 2:0 თელავი გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ “გაგრამ” 2:0 გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზეა, “თელავი” კი – მეცხრეზე. […]
სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი – სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სახელს სალომე ზურაბიშვილი ფორმალურადატარებს და მას მხოლოდ უცხოელი პატრონების მითითებების შესრულება ევალება. მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ქვეყანაში მოსიარელე ნაღმია და როდის და სად აფეთქდება არავინ იცის. […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 20 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო […]
მიქაუტაძეს ნავასმა არ გაატანინა – “მეცი” პსჟ-სთან დამარცხდა და ლიგა 1-დან გავარდა

ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში „მეცი“ სახლში ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ორი გოლი გაიტანეს – პირველი მეკარე ოკიჯას უხეში, მეორე კი ცენტრალური მცველების შეცდომის შედეგად. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ მეკარე კეილორ ნავასმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში „მეცი“ გააქტიურდა, მიქაუტაძემ […]
არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ
დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის, ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე […]
ჯაფარიძე: ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა

იმის გააზრება, რომ 5% ბარიერის გამო არ უნდა დარჩეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე – რომ ივანიშვილმა არ წაიღოს ის მანდატები აქედან, რომელიც მას ეკუთვნის – ეს მზაობა არის ასი პროცენტით. შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა – ამაზე განსხვავებული აზრები […]
ესპანეთმა გაიწვია თავისი ელჩი არგენტინაში პრეზიდენტ მილეის მკვახე გამოსვლის შემდეგ

ესპანეთმა კონსულტაციებისთვის გაიწვია არგენტინაში თავისი ელჩი – ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მკვახე განცხადებების შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მისამართით. მადრიდში, ევროპარლამენტში არჩევნების წინ, ესპანეთის მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, Vox-ის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე გამოსვლისას, მილეიმ გააკრიტიკა ესპანეთის ახლანდელი მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა და სანჩესი და მისი ცოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი გამოვიდა საგანგებო […]
სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ვითარება სერიოზულია

სლოვაკეთის ვიცეპრემიერმა დღეს, 19 მაისს, განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სერიოზულია. სლოვაკეთის ვიცეპრემიერის, რობერტ კალინაკის თქმით, ფიცოს მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყნის დედაქალაქის საავადმყოფოში მისი გადაყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სლოვაკეთის 59 წლის პრემიერი 16 მაისს შეიარაღებულმა პირმა ოთხი ტყვიით დაჭრა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპელი […]
მეუფე იაკობი რუსულ კანონზე: არავითარი რუსული არ არის, ახალგაზრდობამ ვერ გაიგო, რა ხდება

გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, არის ძირითადი კრიტიკა ამერიკიდან და ევროკავშირიდან, იმიტომ, რომ რუსები თუ დააფინანსებენ, ჩუმად დააფინანსებენ. თუ შემოდის დაფინანსება, მოდის ამერიკიდან, მოდის ევროკავშირიდან. ამ კანონის არსი რა იყო, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მეგობრად ჩათვლი, არ ჩათვლი – მეგობრობა სახელმწიფოებს შორის მოგონილი ამბავია – აქ არის მთავარი, რომ რატომ მაძლევ ფულს, რისთვის მაძლევ ფულს და ჩემიანი […]
ირანის წითელი ნახევარმთვარის მოძრაობამ უარყო სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაცია ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პოვნის შესახებ

მედია აღნიშნავდა, რომ ჯერ არ არის ბორტზე მყოფთა მდგომარეობის შესახებ ცნობები. პარალელურად თურქეთი აგზავნის სამძებრო-სამაშველო აღჭურვილობას ირანის დასახმარებლად. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი, 32 პერსონალი და ექვსი მანქანაა გაგზავნილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 15 ჯგუფი მზადყოფნაშია მოყვანილი. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში […]