კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად კანონპროექტს წარადგენს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი. კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. “რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა […]
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. როგორც ცნობილია კანონპროექტის წინააღმდეგ დღეს სტუდენტებმა ევროპის მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა […]
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ ფარგლებში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხელოვნების ხეივანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესვე გაიმართა დავით კაკაბაძის სახელობის არტ პლენერი, ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გალერეა „ვარლაში“ გამოიფინება.
წერეთლის გამზირი – “რაშიც 30 მილიონი ლარი დაიხარჯა” – ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი ქალაქი მკლავს: თბილისი – წერეთლის გამზირი რაშიც 30 მილიონი ლარი დაიხარჯა გუთენ ტრაკენ ხარისხი მაინც სულ სხვაა. თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარია, იცით რაში იხარჯება თქვენი ფულები?
ირანის უმაღლესი ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, ილოცონ ებრაჰიმ რაისისთვის

ირანის უმაღლესი ლიდერი, აითოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს ილოცონ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთვის. ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. მისი თქმით, ერმა “უნდა ილოცოს” რაისის ჯანმრთელობისთვის. „თუ ირანელი ხალხი არ ინერვიულებს, არ იქნება ქვეყნის მუშაობაში შეფერხება“, – დასძენს ხამეინი, რომლის მიმართვასაც […]
გრიგოლ გეგელია – საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ

საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, „ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა […]
„ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის – აზერბაიჯანი მზადაა ირანისთვის ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“ – ილჰამ ალიევი

„ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის – აზერბაიჯანი მზადაა ირანისთვის ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“ – ილჰამ ალიევი ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული […]
“ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით” – ხვალ აბიტურიენტების მარში გაიმართება

“ბოლო ზარი აქციაზე” – ხვალ, 18:00 საათზე განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე აბიტურიენტების მარში გაიმართება. “ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით. წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები. ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, მეთორმეტე კლასელებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“მოულოდნელობა აღარ იქნება, თუ ივანიშვილს, კობახიძეს და მის მინისტრებს, დედაქალაქის მერს დაასანქცირებენ” – თარგამაძე

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე: ვეტოს დროულად გამოყენებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსულ კანონთან მიმართებაში დარჩენილი გაურკვევლობა საბოლოოდ გაფანტა: ივანიშვილს მაქსიმალურად შეუზღუდა ვაჭრობის სივრცე, წნეხი სრულად ოცნებაზე გადაიტანა. ახლა ბურთი მათ მოედანზეა და თავად უნდა გადაწყვიტონ – ვეტო დაძლიონ თუ არა, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები თუ არა და თუ კი, როგორ და რა ფორმით. ივანიშვილის და ოცნების გადასაწყვეტია უღირთ […]
იანვარ-აპრილში თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა $11,5 მლნ-ს მიაღწია

თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილში ფულადი თვალსაზრისით 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მონაცემებს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს. წლის პირველ 4 თვეში თურქეთმა 40 ქვეყნის ბაზრებს 3007 ტონა თაფლი მიაწოდა. თურქეთიდან თაფლის ტოპ 3 წამყვანი იმპორტიორები არიან აშშ, გერმანია და ესპანეთი. თაფლის ექსპორტმა აშშ-ში 3 მილიონ 963 ათას 636 […]