ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ – Reuters

Reuters ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი. “პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ”, – განაცხადა Reuters-სთან ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად. მოგვიანებით კი რაისის დაღუპვა დაადასტურა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 29 “შაჰიდიდან” ყველა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 29 “შაჰიდის” დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. დრონებით შეტევა იყო – ოდესის ნიკოლაევის, პოლტავას და ლვოვის რეგიონებში. გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, 2024 წლის 20 მაისის ღამეს ხარკოვის რეგიონში ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-მ” გაუშვეს.

ნაძალადევში დაჭრილი ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ბოლო ცნობები ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარზე

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში რჩება. კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობა, უცნობია. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თუმცა, რა გახდა […]

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ძირითადი ნაკადის რეგისტრაცია იწყება. ამისთვის ბავშვის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დრო 13 ივნისის ჩათვლით აქვს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14-დან 25 ივნისის ჩათვლით იქნება საჭირო.

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს დღეს ბრალს წაუყენებენ

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაიწყო, რომელიც 25 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გრძელდება ძიება დანაშაულში ბრალდებული […]

სტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ცნობილია შეკრების ადგილი, რომელიც აქამდე მოხსენიებული იყო როგორც “პრივატ დრაივის 7”. სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტრო-სადგურზე (9 3/4) შეიკრიბებიან. “ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7). Piertotum Locomotor! საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – […]

“მინესოტას” 20-ქულიანი ქამბექი – NBA-ს მოქმედი ჩემპიონი პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში, “დენვერ ნაგეთსი” შინ “მინესოტა ტიმბერვულვზთან” 90:98 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კარლ ენტონი თაუნსი გახდა – დომინიკელმა 23 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. “მინესოტას” ლიდერმა ენტონი ედვარდსმა 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. […]

ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024

გია ხუხაშვილი – “რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ…” მოსმენა კონგრესში და კანონპროექტი საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე – რა პროცესი იწყება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით მირიან მირიანაშვილი – “ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან” * * * გია ხუხაშვილი – “რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ…” “ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვის დაწყება აზრს […]

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 20 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]

“ტოქსიკური გარემო, რომელიც დღესაა შექმნილი, ყველაზე მეტად აზიანებს ბიზნესს” – რესან ქიქავა

Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს, რომ ვიდრე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების დროს და მის მონაწილეებზე ძალადობა არ აღმოიფხვრება, ბიზნესი პოზიტიურ მოლოდინებზე ვერ ისაუბრებს. ბიზნესზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ქიქავამ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში შეაფასა. “არსებობს ასეთი ცნება, “ტოქსიკური ლიდერშიპი”. სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ ზუსტად ტოქსიკური გარემო, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარს ბიზნესს და […]