ანა დოლიძე – როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი

როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი,- ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც აირწინაღების აკრძალვას გულისხმობს. მისი თქმით, აირწინაღების აკრძალვა რუსული ხელწერის გაგრძელებაა. „საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის, აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები, მათ შორის, აირწინაღები, რაც არის რუსული ხელწერა. ამას ჩვენ დავუპირისპირებთ იმ […]

მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო

მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. კიევი აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის […]

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა

დღეს, 13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის რეგიონებზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო განგაშმა უკრაინის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა. უკრაინის ენერეგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასირებული შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ადგილობრივი დროით 10:00 საათის მონაცემებით, ხარკოვსა და ნიკოპოლში დაზიანებულია სახლებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების […]

საქართველოდან მეორადი ავტომობილების დიდი ნაწილი ისევ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გადის – „გლობალ ავტო იმპორტი“

საქართველოდან მეორადი ავტომობილების დიდი ნაწილი ისევ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გადის – „გლობალ ავტო იმპორტი“ საქართველოდან მეორადი ავტომობილების დიდი ნაწილი ისევ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გადის. იკლო სომხეთში გაყიდვებმა. მიზეზი 2020 წელს ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საბაჟო რეგულაციებია. საქართველოდან დიდი ოდენობით ავტომობილი იგზავნება რუსეთშიც. კომპანია ,,გლობალ ავტო იმპორტში” განგვიმარტეს, რომ ხშირად რუსებს საქართველოში პარტნიორი დილერები ჰყავთ და სწორედ […]

ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილების გასაცნობად, საქართველოში თურქეთის მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები იმყოფებოდნენ – სეს

ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილების გასაცნობად, საქართველოში თურქეთის მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები იმყოფებოდნენ – სეს აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში თურქმა სპეციალისტებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში, თურქი ენტომოლოგები ანასეულში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მცენარეთა ინტეგრირებული […]

შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ – გავიხსენოთ კარიერა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი მიხეილ ყაველაშვილი შაბათს, 14 დეკემბერს, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდება. ის სახელისუფლებო პარტია “ქართულმა ოცნების” კანდიდატია. შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 წევრით (ხმოსნით) დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია დაამტკიცებს. მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რასაც თბილისის “დინამო”, […]

აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციები 3-ჯერ შემცირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით, $966 მილიონამდე შემცირდა. ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებია. მესამე კვარტალში ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 22.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის მესამე კვარტალში 64.8 მლნ დოლარი იყო. კომპანიები, სადაც III კვარტალში აშშ-დან ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, შემდეგია: · […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. “შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო […]

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე ხვალ, 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე ხვალ, 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება. საახალწლო პერიოდში გაიმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები. მოეწყობა საახალწლო სოფელიც. „14 დეკემბერს ქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთება. გაიმართება ყველა ის ღონისძიება, რომელიც იმართება ხოლმე საახალწლო პერიოდში. ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ქალაქი იქნება ლამაზი და ჩვენი შვილები იქნებიან ბედნიერები“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი […]

-8 გრადუსი – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დეკემბერში? – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს. „დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით საშუალო ტემპერატურას +1 გრადუსით მაღალს. ნალექი დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში და მასზე მეტია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში. დეკემბერში ყველანაირი ნალექი შესაძლოა ვიხილოთ. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ცალკეულ დღეებში შესაძლოა +19 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, […]