ლატვიაში, კომბოსტოს ფორმის მონეტას გამოუშვებენ

ორშაბათს, 16 დეკემბერს, ლატვიის ბანკი კომბოსტოს ფორმის ვერცხლის საკოლექციო მონეტას „კომბოსტო“–ს გამოუშვებს. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ დაწესებულება საკუთარ ვებგვერდზე იტყობინება. საკოლექციო მონეტა “კომბოსტო” შექმნა მხატვარმა მარტინშ როზენფელდმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლატვიის ბანკის მიერ 2023 წლის ბოლოს ორგანიზებულ დიზაინის ღია კონკურსში. „კომბოსტო“ ლიმიტირებული ტირაჟით 3500 მონეტა გამოიცემა, მისი ფასი 89 ევრო იქნება, ხოლო ერთ […]

“წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია” – პაპუაშვილი აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე

ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება, ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის ურთიერთობას აფუჭებენ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. ეს ძალიან დამაფიქრებელია, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს მიერ ქართული ოცნების 20 წარმომადგენლის სანქცირებასთან დაკავშირებით. “პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, […]

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და ცესკო წარმართავს ამ პროცესს – საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 14 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურებს განამარტავს. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი. „პირველად ჩვენს ისტორიაში, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ, გერმანულ წესს, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი […]

მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყობ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, სიამოვნებით მივიღებ – მაჭარაშვილი

მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყობ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, სიამოვნებით მივიღებ – მაჭარაშვილი მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, – […]

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.1 მლრდ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია. ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს. აქედან, ექსპორტი 6 011.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 098.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში […]

გურამ მაჭარაშვილი – მაკრონის ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი ნიშნავს, იმას რომ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები. მისივე თქმით, ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი დაწყებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. „თავისთავად ეს ზარი უკვე ნიშნავს იმას, რომ გადატვირთვისთვის მზად არიან ევროკავშირი და უცხოური ძალები. ჩვენ […]

გაფრთხილება! – თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

გაფრთხილება! – თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა ომის დროს ბრილიანტები შეიძინა – გურამ მაჭარაშვილი

დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა ომის დროს ბრილიანტები შეიძინა – გურამ მაჭარაშვილი დავით კეზერაშვილს ყველა „სიკეთესთან“ ერთად დაუდგინდა, რომ ომის დროს ბრილიანტები აქვს შეძენილი, ეს დოკუმენტურად დადასტურდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებს უნდოდათ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში მედიამენეჯერად გაესაღებინათ. „ჯარი ხომ გაძარცვა, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, ბრილიანტები შეუძენია და […]

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. პარლამენტის ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ პუტინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის – ის ფიქრობს, რომ ომს იგებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა. „პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს“, – აღნიშნა ბრაჟემ. ამასთან, ლატვიის საგარეო […]