ICC-ის პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და “ჰამასის” ლიდერების დაკავების ორდერებს ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ორშაბათს განაცხადა, რომ სავარაუდო ომის დანაშაულებების ჩადენისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და “ჰამასის” სამი ლიდერის დაკავების ორდერი მოითხოვა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, ღაზაში შვიდთვიანი ომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მას აქვს საფუძვლიანი მტკიცებულები იმისთის, რომ ყველას “დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, სავარაუდო ომის დანაშაულებებზე […]

„უკან გადადგმული ნაბიჯია“ — დოლიძე ცესკოს გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებაზე

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები მმართველმა გუნდმა კონსულტაციების გარეშე დააინიციირა. როგორც ნინო დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ნებისმიერი საარჩევნო ცვლილების ინიციირებამდე, მასზე ფართო დისკუსია უნდა წარიმართოს როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. „თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საერთოდ აღარ არის ასეთი ტიპის დისკუსიები ნებისმიერ ცვლილებასთან […]

„ჰამასი“ – კატეგორიულად ვგმობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს მსხვერპლი ჯალათთან გააიგივოს

„ჰამასი“ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ მისი ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას კატეგორიულად გმობს. „ჰამასის მოძრაობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მცდელობებს, რომ პალესტინის წინააღმდეგობის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების ორდერის გაცემით, მსხვერპლი ჯალათთან გააიგივოს, კატეგორიულად გმობს“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ […]

განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

მე-12 კლასელები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები. როგორც მე-12 კლასელები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილია განათლება და მათი არჩევანია ევროკავშირი. “ჩვენ მე-12 კლასელები ვართ, უკვე გამოვიარეთ სასკოლო ნაწილი, სტუდენტები უნდა გავხდეთ, რასაკვირველია, ჩვენი გულისტკივილი არის განათლება. ქართველ ახალგაზრდებს მთელი გულით გვინდა ევროკავშირი. […]

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა. ღონისძიების მონაწილეებს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატმა ბექა ქებულაძემ და ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა მიმართეს. „მადლობა მინდა, გითხრათ თქვენი მაღალი […]

გორის მერია – სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა 2 400 მეტრი გზა. გზის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყო სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. „არაშენდაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 1 569 477 ლარი შეადგინა“, – […]

ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი […]

აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანიდან 208.84 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და პროდუქცია შემოიტანა, რაც წლიურ მაჩვენებელზე 14.5%-ით ნაკლებია. ხოლო, საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში გასულ წელთან შედარებით 26.7%-ით შემცირდა და 191.94 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 400.79 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ მაჩვენებელზე 20.8%-ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავარი […]

,,საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ” – გიორგი მსხილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, […]

ლათინურიდან ითარგმნა და გამოიცა პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის “ხმა ტომისიდან”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ლათინურიდან ითარგმნა და გამომცემლობაში არტანუჯი გამოიცა პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის “ხმა ტომისიდან”. მთარგმნელი: მანანა ღარიბაშვილი „დიდი რომაელი პოეტი პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ.43 – ახ.წ.18 წლებში, მისმა ქმნილებებმა საუკუნეებს გაუძლო და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, იგი დღესაც ინტენსიურად ითარგმნება – ჩვენი თარგმანიც, პირველ ყოვლისა, ამის დასტურია… ოვიდიუს ნაზონი, ძალზე პოპულარული […]