ფაშიზმიც არ არის მათი ქმედება – ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის
ფაშიზმიც არ არის მათი ქმედება – ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე სოციალურ ქსელში სამარცხვინო პოსტებს აქვეყნებს, „უჯიშოთა ჯიშად“ მოიხსენიებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ყაველაშვილმა განაცხადა, ის, რომ ადამიანურ ტრაგედიას აბუჩად იგდებ, […]
ხარკივის რეგიონის რამდენიმე დასახლებაში პოზიციებისთვის ბრძოლა გრძელდება

“უკრაინის ჯარი კვლავ აკონტროლებს ვოვჩანსკის 60 %-ს და კარდაკარ იბრძვის ხარკივის რეგიონის სასაზღვრო ქალაქის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად”, – ამბობენ უკრაინელი ოფიციალური პირები ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის აღწერისას. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ვოვჩანსკზე კონტროლის დამყარება მოსკოვის უდიდესი მონაპოვარი იქნება მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში მან ხარკივის რეგიონზე შეტევა დაიწყო. “მტერი განაგრძობს მცდელობას, განსაკუთრებით კი ვოვჩანსკის სიღრმეში, ცდილობენ […]
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა მხოლოდ გარკვეულ ქუჩებს, ეტაპობრივად შეეხება. გადაადგილების შეზღუდვა, პირველ ეტაპზე, რესპუბლიკის მოედანს შეეხება: 21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 […]
26 მაისს ერევანში მასშტაბური აქცია დაანონსდა

ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერმა, დეკანოზმა ბაგრატ გალსტიანმა 26 მაისს დააანონსა ფართომასშტაბური აქცია, რომელზეც გამოცხადებული იქნება შემდგომი ქმედებები. 23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა, რომელიც ოთხი სადავო სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც მოახერხეს ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში, კირანცში შესვლა, […]
გიორგი მსხილაძე – საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, […]
პრემიერ-მინისტრი გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. „მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს […]
მიქაუტაძის გუნდის კოშმარული საღამო – ვის შეხვდება “მეცი” პლეი-ოფში?

“მეცი” პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში მისმა უშუალო კონკურენტმა “ლორიენმა” “კლერმონი” 5:0 გაანადგურა. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და ბურთების შეფარდებაც თანაბარი აღმოაჩნდათ, ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა იყო დაფიქსირებული (სახლში1:2, გასვლაზე 3:2), მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, რადგან გიორგი მიქაუტაძის კლუბმა სტუმრად მეტი გოლი გაიტანა, მე-16 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს, “ლორიანი” კი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. […]
ძარის ტრაგედია სამუდამოდ დარჩება ოსი ხალხის მეხსიერებაში – გასიევი

“საქართველოს ხელმძღვანელობის არაადამიანური პოლიტიკის შედეგად, 1992 წლის 20 მაისის სამწუხარო დღე არის მწარე და სამწუხარო თარიღი, რომელიც სამუდამოდ დარჩება სამხრეთ ოსეთის ისტორიაში, მთელი ოსი ხალხის მეხსიერებაში”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩმა ზნაურ გასიევმა განაცხადა თავის მიმართვაში მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ასევე, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების განყოფილებაში. ოსური […]
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური […]
ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა, – ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაჰიმ რაისს კარგად იცნობდა და მას აფასებდა, როგორც სანდრო პარტნიორს, რომელმაც რუსეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. კრემლის ცნობით, […]