“გაუმჯობესება შეუძლებელია” – გამოქვეყნდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რუსულ კანონზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები რუსული კანონის შესახებ. დოკუმენტში სამი გვერდი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეთმობა, სადაც აღწერილია, კონსტიტუციის რომელ მუხლებს ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონი და რომ მისი გაუქმება უალტერნატივოა, ხოლო ალტერნატიულ კანონპროექტად შეთავაზებულია რუსული კანონის თითქმის იდენტური ვარიანტი, ერთი ცვლილებით: კანონის ამოქმედების ნაწილში წერია, რომ “ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 […]
ევროსაბჭოს ექსპერტები: კანონი სრულად შეუსაბამოა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო რუსულ კანონზე დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ “არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონში არის ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, კერძოდ, განიხილება თუ არა სესხი შემოსავლად. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი საკითხების მოგვარებაც კი არ იქნება საკმარისი კანონის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. […]
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. „21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 […]
ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან დამძიმებულია, რადგან სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა „ქართული ოცნების” მიერ არის მიტაცებული.
ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოში დაკითხავენ

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღს დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლებაში“ აცხადებენ, სავარაუდოდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან კითხვები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ექნებათ.
ჯულიან ასანჟს, ბრიტანეთიდან ამერიკაში ექსტრადიციის გასაჩივრების უფლება მისცეს

“ვიკილიქსის” დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ორშაბათს ნება მისცეს გაასაჩივროს შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია. ასანჟი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ამერიკაში გადაყვანისას, შესაძლოა ის ვერ დაეყრდნოს სიტყვისა და გამოხატვის უფლებას ამერიკის სასამართლოში. ავსტრალიაში დაბადებული 52 წლის ასანჟი, ამერიკაში 18 ბრალდებით იძებნება. თითქმის ყველა მათგანი ჯაშუშობის ბრალდებაა და ყველა მათგანი დაკავშირებულია “ვიკილიქსის” მიერ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების მასობრივ გავრცელებასთან. ეს […]
რუსეთში, ოფისის გადაწვის ბრალდებით, მამაკაცს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ორშაბათს, ციმბირის სასამართლომ, ადგილობრივ მცხოვრებ მამაკაცს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი რამდენიმე ბრალდებითაა განსაზღვრული, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატისა და სამხედრო კომისარიატის ოფისის დაწვის მცდელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. ნოვოსიბირსკის სამხედრო სასამართლოს პროკურორებმა ილია ბაბურინი დაადანაშაულეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილით ცდილობდა სამხედრო ოფისის გადაწვას, “უკრაინიდან უცნობი პირის ბრძანებით”. სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ […]
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება: ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლის 19 მაისს აღდგა. ერთი წლის შემდეგ ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს. ისინი რეისების რაოდენობას ეტაპობრივად ზრდიან. „რადიო თავისუფლების“ დათვლით, ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 401 რეისის შესრულება იგეგმება. დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით: · Red Wings – 153 · […]
ძალადობის შემდეგ ყირგიზეთი დატოვა 1200-მდე პაკისტანელმა სტუდენტმა

მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში უპრეცედენტო მასშტაბის ჯგუფური ძალადობის შემთხვევები იყო სამხრეთ აზიელი სტუდენტების წინააღმდეგ, ყირგიზეთი დატოვა 1200-მდე პაკისტანელმა სტუდენტმა – რომლებიც ბიშკეკის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდნენ. განათლების მინისტრის მოადგილემ, რასულ აბაზბეკ-ულუმ შაბათ-კვირას მომხდარ ძალადობის შემთხვევებს “სამარცხვინო” უწოდა და განაცხადა, რომ ეს მოვლენები “ყირგიზეთის იმიჯს აზიანებს”. 18 მაისს ძალადობას ბიძგი მისცა სოციალური მედიით გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც თითქოს […]
საპარალმენტო უმრავლესობა ცდილობს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს – პრეზიდენტის მდივანი ვეტოზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, როცა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე დადებულ ვეტოს მოტივირებული შენიშვნების გარეშე წარმოაჩენს. სპეციალურ ბრიფინგზე მსხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია და მასში დეტალურად არის აღწერილი კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა რუსული კანონის ამოქმედებით. “არის განმარტებული, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი […]