პოლონეთმა რუსეთის დივერსიულ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავა

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები რუსეთის სავარაუდო დივერსიულ შეთქმულებებთან დაკავშირებით დააკავეს.
„ამჟამად ჩვენ ცხრა ეჭვმიტანილი გვყავს დაკავებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთის (დაზვერვის) სამსახურების სახელით იყვნენ ჩართული პოლონეთში დივერსიულ აქტებში. ისინი არიან უკრაინის, ბელარუსის და პოლონეთის მოქალაქეები“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისი განმარტებით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ცემაში, ცეცხლის წაკიდებასა და ცეცხლის წაკიდების მცდელობაში, მათ შორის დასავლეთ პოლონეთში, ვროცლავის საღებავების ქარხანაში და ლიეტუვაში, „იკეას“ ცენტრში ხანძრის გაჩენის მცდელობები.
ტუსკის თქმით, რუსული შეთქმულებები ეხება არა მხოლოდ პოლონეთს, არამედ ლიეტუვას, ლატვიას და შესაძლოა შვედეთს. პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო