გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 21 მაისს დილით ჩავიდა კიევში, სადაც, როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, თავის პირველსავე განცხადებაში გამოთქვა რწმენა, რომ „უკრაინა მოიგებს ამ ომს” და ხაზი გაუსვა, რომ “გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს.” მანამდე ბერბოკმა, რუსეთის ამჟამინდელი საჰაერო და სარაკეტო იერიშების გათვალისწინებით, უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდა მოითხოვა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული. „ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარტიული შემოწირულებების სახით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 447 030 ლარი, „ლელომ“ – 445 500 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 170 720 ლარი

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447 030 ლარი შეწირა, რაც წინა კვარტალთან შედარებით (10 მლნ) 20-ჯერ ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან […]
პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები – ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და არა ევროპასა და ამერიკას!

თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები-ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და არა ევროპასა და ამერიკას!- ასე მიმართავს “ქართული ოცნების” წევრებს პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასა და მმართველი პარტიის წევრების შესაძლო სანქცირებას ეხმაურება. მისი შეფასებით, დეპუტატები, მთავრობის წევრები და ძალოვნები სანქცირებას ელოდებიან და […]
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი – მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ყაზახი „ინფუენსერები“ სტუმრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონტენტ კრეატორების“ აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაპისთვის, მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „კონტენტს“ 5 მილიონამდე წვდომა აქვს. „ინფლუენსერები“ ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე, […]
“პოლიტიკა ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს” – თბილისის მერი

“პოლიტიკა ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს” – თბილისის მერი კახა კალაძემ, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“: “მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ე.ი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და […]
ოცნება: ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, შანტაჟის ენით გვესაუბრებიან

ქართული ოცნება ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტს, MEGOBARI Act-ს ეხმაურება, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. თავის განცხადებაში ქართული ოცნება კვლავ ცდილობს გაამართლოს რუსული კანონის მიღება და ის უარყოფითი რიტორიკა, რომელსაც ის ბოლო დროს ამერიკელ ჩინოსნების მიმასამრთით იყენებს. როგორც მმართველი პარტიის […]
ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა. საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტური რაჭაში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს. კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. 3-დღიანი ტურის ფარგლებში ტუროპერატორები მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს ათვალიერებენ, ეცნობიან ინფრასტრუქტურას და სერვისებს რასაც ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სთავაზობენ. ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული […]
ოცნება MEGOBARI Act-ზე: ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ

ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება MEGOBARI Act-ს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვიზალიბერალიზაციასა და მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. მმართველი პარტია წერს, რომ “რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან”. განცხადებაში წერია, რომ რუსული კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. ქართული […]