“ჩემპიონატის დონით იმედგაცრუებულია” – ბენზემას “ალ იტიჰადის” დატოვება სურს

“ალ იტიჰადის” ფორვარდი კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის პროლიგის სათამაშო დონით იმედგაცრუებულია და კლუბიდან სასწრაფოდ წასვლა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Relevo ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ალ იტიჰადი” ბენზემას მარტივად გაშვებას არ აპირებს, ფრანგს არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და კარიმის გაყიდვას მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში დათანხმდებიან. მიმდინარე სეზონში 36 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჯამში 29 […]
“მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ?” – კალაძის განცხადება

“მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ?” – კალაძის განცხადება თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ გამოცემა „politico”-ს სტატიის შესახებ. სტატიაში წერია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება. კახა კალაძემ ამის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა […]
„ევროკავშირი 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს“ – Politico

ევროკავშირი 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი. გამოცემის ცნობითვე, ისევე როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. Politico-ს […]
ნეთანიაჰუს დაკავების მოთხოვნის შემდეგ საფრანგეთმა ჰააგის სასამართლოს მხარი დაუჭირა

მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორებმა ჰამასის ლიდერებთან ერთად ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერები მოითხოვეს, საფრანგეთმა ჰააგის სასამართლოს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადება 20 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ გააკეთა. “ისრაელთან დაკავშირებით, სასამართლოს პალატის გადასაწყვეტი იქნება გამოსცემს თუ არა ამ ორდერებს, მას შემდეგ რაც პროკურორის მიერ წარდგენილი იქნება. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, […]
სანდრო რაქვიაშვილი – მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას, რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს – გასალახი იქნება ის ადამიანი, ვინც არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას, ღმერთმა ქნას, შემოგვთავაზონ

მგონი გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მართლა მაგიდაზე სერიოზულად დაიდება, მგონი არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და უარს იტყვის ამაზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს Politico -ს ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა. ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული შემოთავაზება ამერიკის მხრიდან ეკუთვნის ერთ სენატორს, […]
ქეთევან თურაზაშვილი – არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დარჩენის შანსი აღარ არსებობს, უბრალოდ მათ აქვთ შანსი ხელისუფლება დატოვონ სანქცირებულებმა ან სანქციების გარეშე

პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, პარლამენტში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატის განცხადებით, შეხვედრა იმ საკითხებს შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებისთვის. თურაზაშვილის თქმით, არა აქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს. “შეხვედრა “ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის წევრებზე და კონკრეტულად ალეკო ელისაშვილზე პირად ანგარიშსწორებაზე საუბრით დაიწყო. ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, […]
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა

პრეზიდენტმა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა იმ კანდიდატებთან გამართა, რომელიც კომისიამ შეარჩია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ახალ კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესს განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. ამ მიზნით, პრეზიდენტმა 16 მაისს […]
გურამ მაჭარაშვილი Politico-ს ინფორმაციაზე – ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება – შესაბამისად, არ ვიცით, აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულადაა ეს შეთავაზებული

ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად უნდა, ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ერთი და ათი კონგრესმენით არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან […]
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის – თუ რყევების კლების ტენდენცია გაგრძელდება, საწვავის ფასი დაიწევს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება, საწვავის ფასი დაიწევს. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამჟამად „მომატებული ფასების ტენდენცია არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ განგაში ავტეხოთ“. „რყევები იქნება იმიტომ, რომ ამას წლების განმავლობაში პრაქტიკა გვაჩვენებს. თუ მოიკლებს, ცუდი არ იქნება და უნდა მოიკლოს. ეს ყველა ბრენდირებული კომპანიის […]
ლაშა ფარულავა – აშშ საქართველოს არ მიატოვებს და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას

საქართველოს არ მიატოვებს შეერთებული შტატები და ცხადია მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან, საქართველოს მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომელიც Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აშშ მხარს საქართველოს მოქალაქეებს უჭერს, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსს და ტრაექტორიას იცავენ. „ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ძალადობას […]