ნათია თურნავა – მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით […]
შეშფოთებული ვართ საქართველოში რუსეთის გავლენით — აშშ-ის საჰაერო ძალების გენშტაბის უფროსი

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში რუსეთის გავლენის გამო. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად […]
„ქართული ოცნების“ შემოწირულებები 20-ჯერ შემცირდა – TI

„ქართული ოცნების“ შემოწირულებები 20-ჯერ შემცირდა – TI მიმდინარე წლის იანვარ-მარტში „ქართულმა ოცნებამ“ წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ ნაკლები შემოწირულება მიიღო. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული. მმართველმა პარტიამ 2023 წლის IV კვარტალში 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, 2024 წლის I კვარტალში კი ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლები. ამასთან, “ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის […]
ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი კი არა, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო – „ოცნება” MEGOBARI აქტის ინიციატივაზე აშშ-ს პასუხობს

ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი კი არა, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო – „ოცნება” MEGOBARI აქტის ინიციატივაზე აშშ-ს პასუხობს „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერს, სადაც მმართველი პარტია აშშ-ის კონგრესში შესულ საქართველოს შესახებ ინიციატივას ეხმიანება. „გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, […]
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფებების იარაღის საცავები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სადამკვირვებლო პუნქტები და შენობები წარმოადგენდა. ასევე, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა […]
13 ივლისიდან Red Wings-ი სანქტ პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

13 ივლისიდან Red Wings-ი სანქტ პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 4 საათი 20 წუთი იქნება. სანქტ პეტერბურგი-ბათუმი-სანქტ პეტერბურგის მიმართულებაზე ფრენების პროგრამა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია რომ Red Wings-ი რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან რეისებს ასრულებს თბილისის და ქუთაისის მიმართულებითაც. გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოს […]
ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ – „ოცნება“ „აგენტების კანონის“ სანაცვლოდ MEGOBARI Act-ზე

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება დამოკიდებულია აშშ-ის „სწორ ქმედებებზე“. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია გამოცემა POLITICO-ს გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის […]
„ქართული ოცნება“ – საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს – „გამჭვირვალობის კანონი“ ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი – ქვეყნის სუვერენიტეტით ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო – საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ […]
ირაკლი ნადირაძე – „ოცნების“ წარმომადგენლები ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს – სინამდვილეში, სანქციებს მსუსხავი ეფექტი ექნება – დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი დაფიქრდება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს – სინამდვილეში, ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული […]
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს: „გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ […]