ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშზე – ეს არის პუტინის „სამშვიდობო გეგმა“ – გაანადგუროს ყველაფერი – მსოფლიოს შეუძლია შეაჩეროს ეს სიგიჟე

რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე. ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები. წინასწარი ინფორმაციით, 93 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის მინიმუმ ერთი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, უკრაინამ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით 81 რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის 11 ფრთოსანი რაკეტა. „გარდა ამისა, რუსებმა ამ შეტევაში 200-მდე დრონი გამოიყენეს. […]

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ს ამ ადმინისტრაციამ არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ურთიერთობას აფუჭებენ საქართველოსთან, მნიშვნელოვან პარტნიორთან

ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. დღეს დილით ვნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული – ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ვერ გაექცევიან

ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება, დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არაღიარებულ თანამდებობის პირებს. „აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის […]

მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს, რაც ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს

მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს, რაც ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20-მდე ადამიანს და ამასთან ერთად, დამატებითი სანქციები დააანონსა. თავის დროზე, როდესაც საქართველოში აშშ-ის […]

ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს – კახა კალაძე

„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა. კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს. „არ […]

ალექსანდრე დარახველიძე – ძალადობა მიუღებელია და უნდა მოხდეს ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობა – არ შეიძლება, ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს

რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ თუკი ხდება ძალადობის დაგმობა, უნდა მოხდეს ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობა – არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, […]

„ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და ოპოზიციაში გადადის

ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია და „გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია”. „სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში […]

IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობით მიდიან

IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ორივე მხარის დაკავება მოახერხეს. შესაბამისად, გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველო“. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ ადგილზე საქართველოსა […]

ლევან ხაბეიშვილი – ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ მათ აღარავინ ელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში – ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ მათ აღარავინ ელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში – ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა, ამიტომ თუ ვინმემ მოახდინა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დარღვევა, ეს არის რუსული პარტია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის ბანდფორმირებებს“ ქვეყანაში მოაქვთ ქაოსი, არეულობა. „ე.წ. პარლამენტის […]

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. სოსო გიორგაძემ ახალგაზრდებთან განიხილა ინტელექტუალური საკუთრების არსი და მისი ძირითადი ობიექტები, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სისტემები. საუბარი შეეხო ეკონომიკასა და მეცნიერებაში ინტელექტუალური საკუთრების როლსაც. […]